დინამოდან დინამოში და დინამოზე
დიდი დრო გავიდა. მაშინაც კარგი სიტუაცია იყო და კარგი გუნდი გვყავდა. საოცარი უიღბლობა, რომ არა "ტირანასთან", შეიძლებოდა წარმატების მიღწევა.
შემდეგ ახალგაზრდები მოვიდნენ და ალბათ ბევრი არ ელოდა ევროპის ლიგაში გასვლას. შევძელით "ბატეს", "სლავიის", "ვისლას" წინააღმდეგობის დაძლევა.
დღვანდელი "დინამოს" ბაზა ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ცალკე თემაა "დინამოს" საფეხბურთო აკადემია.
ბევრ ქვეყანაში მომიწია თამაში და შემიძლია ვთქვა ერთადერთი
სხვათა შორის "დინამოს" სათავეში ბატონ რომან ფიფიას მოსვლის პირველივე წელს იყო "დინამოს" მხრიდან შემოთავაზება, მაგრამ მაშინ ჩემი მხრიდან ვერ მოხერხდა თანამშრომლობა.
"დინამოში" სერიოზული მზადება მიდის ევროპული წარმატებისთვის. ეტაპობრივად ემზადება და ვითარდება კლუბი.
გუნდში კარგი ატმოსფეროა, ჯანსაღი ამბიცია არსებობს და ყველა მიზანმიმართულად მუშაობს. ჩვენმა ლეგიონერებმაც განვლილ სეზონში დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები და ასევე იქნება ევროთასებზეც. ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.
ადაპტაციაზე
ფეხბურთელებს, ბევრს ვიცნობდი, ბევრთან ვმეგობრობდი, ბევრთან ერთად მითამაშია, ბევრის წინააღმდეგ მითამაშია. თავი უცხოდ ნამდვილად არ მიგვრძნია, მაგრამ შეკრებაზე ერთად ყოფნა, მაინც სხვა არის, ახლა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ "დინამოში", როგორც საკუთარ ოჯახში ისე ვგრძნობ თავს.
ახალგაზრდებიც ძალიან კარგები არიან გუნდში. ისინი საქმეს პროფესიონალურად უდგებიან და მათი სახით, ვფიქრობ "დინამოს" მაგარი მომავალი აქვს.
მწვრთნელზე
მწვრთნელი ისეთი პიროვნება აღმოჩნდა, რომ ასე მგონია დიდი ხანია ვიცნობ და დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ. ახლა მთავარია მისი მოთხოვნები დავაკმაყოფილო და მის სათამაშო სქემაში ჩავჯდე.
მწვრთნელები, ექიმები, მთლიანად სტაფი ძალიან მეხმარება და თავს კომფორტულად ვგრძნობ.
გუნდში მაღალი კონკურენციაა, გარანტირებული არავის არაფერი აქვს და ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადის ღირსია.
სპარინგებზე
ისეთი სპარინგები ვითამაშეთ, შეიძლება მთელს კარიერაში არ მოგიწიოს ასეთ გუნდებთან დაპირისპირება. ამ შეხვედრებმა გვიჩვენეს, რომ "დინამოს" ყველასთან შეუძლია თამაში.
კენჭისყრაზე
კენჭისყრამ შედარებით იოლი მეტოქე გვარგუნა, მაგრამ ეს ორი თამაში- სათამაშო და მოსაგებია.
ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს ჩვენი ვალდებულებები. ყველა თამაში რთული იქნება. ვფიქრობ პერსპექტივებზე წინასწარ არ ღირს საუბარი.
დინამოს ფანებზე
დინამოში მოსვლამდეც ვიცოდი და ვხედავდი, როგორ განიცდიდნენ, ყველგან დაყვებოდნენ გუნდს, ქარსა და წვიმაში გვერდში ედგნენ "დინამოს". ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა. არცერთი ჩვენთაგანი საქმეს არაფერს დააკლებს და მათი მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.
დაბადების დღეზე
დაბადების დღე ამჯერადაც სახლიდან შორს მომიწია, კარგა ხანია მუდმივად ასეა და უკვე შეგუებული ვარ, თუმცა მოლოცვები ცხადია ჩემი თანაგუნდელებისგან აქაც არ მომკლებია.
fcdinamo.ge