ანტონ შუნინი: ასეთი კარგი სტადიონი, მოედნის საფარი, რუსეთშიც კი იშვიათია

AutoSharing Option
7 ივლისს "დინამო არენაზე" საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიამრთება, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და მოსკოვის "დინამო" დაუპირისპირდება.

"დინამოს" მოსკოველმა თანაკლუბელებმა 6 ივლისს 19:00 საათზე "დინამო არენაზე" ივარჯიშეს, 20:00 საათზე სტადიონის მედია დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.

დან პეტრესკუ: "მატჩი ისევე როგორც ჩვენთვის, მეტოქისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება. ჩემს სამშობლოში "დინამო ბუქარესტი" დიდი ტრადიციების მქონე გუნდია და ვიცი, ზუსტად ასეთივე ისტორიისა და ტრადიციების გუნდია "დინამო თბილისიც".

ანტონ შუნინი: "პირველ რიგში დინამოელებს ქვეყნის ჩემპიონობას მივულოცავ. აქ პირველად ვარ და ასეთი
კარგი სტადიონი, მოედნის საფარი, რუსეთშიც კი იშვიათია. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება".


შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მატჩს, რომელიც "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დაესწრება.

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩს დაესწრება

კრიშტიანო რონალდო და ანდრეი შევჩენკო თბილისის "დინამოს" აკადემიას გახსნიან
დინამო (თბილისი) VS დინამო (მოსკოვი) - 24 წლის შემდეგ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული