კრიშტიანო რონალდო თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ამხანაგურ მატჩს დაესწრება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის უფროსმა, გიგა გვენცაძემ განუცხადა.

სხვა დამატებითი დეტალები აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვრცელდება.

რონალდოს თბილისში სტუმრობის ინფორმაცია თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზეც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" და მოსკოვის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში, "დინამო არენაზე", ერთმანეთს 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

მანამდე კი საქართველოს ჩემპიონის საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზა ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც ანდრეი შევჩენკოც დაესწრება.

ასევე იხილეთ:
24-tslis-shemdeg.html" target="_blank">
დინამო (თბილისი) VS დინამო (მოსკოვი) - 24 წლის შემდეგ...

კრიშტიანო რონალდო და ანდრეი შევჩენკო თბილისის "დინამოს" აკადემიას გახსნიან
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამო საუკუნის ტრანსფერს ამზადებს :D:D
lekso kisishvili
14:44 07-07-2013
0
ყველაზე მაგარს მესის შემდეგ :)
მერაბ
14:30 07-07-2013
0

სიახლეები პოპულარული