თემურ ქეცბაია: ყველა დიად კლუბს შეეფერება მსგავსი აკადემია

AutoSharing Option
საქაქრთველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რომელიც თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ამხანაგურ მატჩს ესწრება, ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის გაკეთება. ძალიან სასიხარულოა ამ აკადემიის შექმნა. ყველა დიად კლუბს შეეფერება მსგავსი აკადემია.

რა თქმა უნდა ასეთი დონის მატჩები ხშირად უნდა ჩატარდეს, რომ ხალხი მოვიზიდოთ სტადიონზე.

სამწუხაროდ ჩვენს თამაშებზე ხალხი არ დადის. ასეთი მატჩები ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან კარგია და მთავარია ხალხმა მხოლოდ ნაკრების თამაშებზე არ იაროს, არამედ საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებსაც დაესწროს.

კარგია, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჩამოდიან ქვეყანაში. ეს არამარტო ფეხბურთისთვის, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი.

ასეთი ფეხბურთელენი და ასეთი ბაზები ქვეყანაში ხელს შეუწყობს მაღალი დონის ფეხბურთელების გაზრდას",
- თქვა ქეცბაიამ.
ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის გაკეთება. ძალიან სასიხაარულოა ასეთი აკადემიის შეყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის გაკეთება. ძალიან სასიხაარულოა ასეთი აკადემიის შეყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია ასეთი აკადემიის გაკეთება. ძალიან სასიხაარულოა ასეთი აკადემიის შე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრძღენი ხარ თემურ!...წადი რა თავი დაგვანებე!...
murtalo
02:28 08-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული