"დინამო არენასთან" მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო სამი პირი დააკავეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

"დინამო არენასთან" 7 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს.

როგორც შემთხვევის ადგილზე "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა
მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება 7 ივლისს გამართულ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას.

"საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი?!

ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ",
- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ქართველ ქომაგთა ნაწილმა რუსი ფანების მიერ რუსეთის იმპერიალური დროშის გამოფენა გააპროტესტა
მკითხველის კომენტარები / 5 /
მარტალი ხარ კახა
toko
12:27 08-07-2013
0
ისე რა მარტო მეგრელებს ,,უყვართ,, სამშობლო?ჩხირკვაია,გოგოხია,რუხაია.ახალაია,ბოკერია,ლომაია,რურუა,უგულავა,მალაშხია)))))))
tazo
12:19 08-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული