ლუკა ზარანდია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ კლუბში ჩაირიცხება

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს და ანდრეი შევჩენკოს სტუმრობა, მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" - ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემაც გააკეთა.

"ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის აკადემიის აშენება, როგორც ეს "დინამო თბილისმა" მოახერხა. ამ კლუბის ხელმძღვანელობას ვულოცავ აკადემიის გახსნას, რაც ასეთი სახელგანთქმული ფეხბურთელების ჩამოყვანითაც გაალამაზა.

ვფიქრობ, მისალოცია "დინამოს" კარგი თამაში მოსკოვურ "დინამოსთანაც". საქართველოს ჩემპიონს წარმატებას ვუსურვებ როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ჩემპიონატში და თასის გათამაშებაში",
- ამბობს არველაძე.

ფედერაციის სპორტულ დირექტორს 17 წლის ლუკა ზარანდიაზეც ვკითხეთ, ვინც
საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს და "ფონდი არველაძის" სტიპენდიანტია.

"უკვე გადაწყვეტილია, თუ რომელ უცხოურ კლუბში ჩაირიცხება ზარანდია. ეს მაშინ მოხდება, როცა ლუკას 18 წელი შეუსრულდება.

ზარანდია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ, დიდი ტრადიციების გუნდში გადავა და ამავე კლუბის თხოვნით, ჯერ არ ვასახელებთ ამ გუნდს",
- გვითხრა არველაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა [VIDEO]

[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
ლუკა ზარანდია - ამსტერდამის "აიაქსი" თუ არნემის "ვიტესი"?
მკითხველის კომენტარები / 5 /
საცოდავი ერი ვართ;რამდენი გადავუხადეთ თუნდაც რონალდოს შეიკთან ერთად საქართველოში ჩამოსვლისთვის???!!!და რამდენი იხარჯება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის???!!!მე ვგულისხმობ ყველა ბავშვს და არა შეძლებული ოჯახის შვილებს;ოღონდაც ნურავინ დაიწყებს თავის გასულელებას რომ რონალდოსა და შეიკს ფულის გარდა რაიმე ინტერესი ქონდათ,ან რაიმე სიკეთე მოუტანა ქართული ფეხბურთის განვითარებას,გარდა ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის დინამოს მფლობელების პიარისა.რაც მაგათ ფული გადაუხადეს,ის ფული რომ რეგიონებისთვის მოეხმარათ,თუ გიფიქრიათ რამდენ ბავშვს მისცემდნენ შანსს გამოევლინა თავისი ტალანტი???!!!ამათ ახლების მოძიება არ აინტერესებთ,უკვე აღმოჩენილებზე(რომელნიც ზღვაში ცვეთია) ნადირობენ და მერე თავიაანთ თავზე იბრალებენ,ხელებს ითბობენ.
???!!!
03:53 10-07-2013
0
წარმატებები ლუკას!!!
???!!!
03:41 10-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული