რონალდოსთან ერთად იმყოფებოდნენ "მილანის" ყოფილი ფეხბურთელები კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო. ამათ გარდა, აკადემიას გახსნას "დინამოს" პრეზიდენტი პრეზიდენტი რომან ფიფია და კიდევ სხვა ცნობილი პირები დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
რონალდომ გახსნამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა, ის ძლაინ მოხარულია იმით, რომ საქართველოში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ "დინამო არენაზე" 20:00 საათზე თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელსაც რონალდო მეგობარ გოგონასთან, მსოფლიოს ცნობილ მოდელთან, ირინა
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ეს აკადემია იხსნება. აკადემია ბავშვებს მოემსახურება. მომავალი თაობა ფეხბურთისთვის აუცილებელია და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს აკადემია სწორედ ამას ემსახურება. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მე მოხარული ვარ ამით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ჩემი მოწვევისთვის და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვალ", - თქვა რონალდომ.
ასევე იხილეთ:
დინამო (თბილისი) VS დინამო (მოსკოვი) - 24 წლის შემდეგ...
კრიშტიანო რონალდომ თბილისის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა