ანდრეი ვორონინი: თბილისური ატმოსფერო მომეწონა

AutoSharing Option
ანდრეი ვორონინი თბილისში პირველად არ ჩამოსულა, მაგრამ აქამდე ყოველთვის უკრაინის ნაკრების თავდამსხმელის რანგში გვსტუმრობდა - მიონხენგლადბახის "ბორუსიას", "კიოლნის", "ლევერკუზენისა" და "ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ ამჯერად მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელის რანგში თბილისში ქართული კლუბის წინააღმდეგ პირველად ითამაშა.

მატჩის შემდეგ გამოცდილმა უკრაინელმა თავისი შთაბეჭდილებები "ლელოს" გაუზიარა.

"საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის მძიმე დაპირისპირებები გვქონდა. თქვენები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ფინტები და ბურთის გათამაშება უყვარდათ. ასეთი სტილი უკრაინელებისთვის ყოველთვის უხერხული დასაძლევი იყო.

პირადად მე ოდესელი ვარ და ტექნიკური, შემტევი ფეხბურთი უფრო მომწონს, ვიდრე ათლეტური. მოკლედ, თქვენს ნაკრებს
მეტ-ნაკლებად ვიცნობდი, ქართულ საკლუბო ფეხბურთზე კი წარმოდგენა არ მქონდა და მაინტერესებდა, რა დონის კლუბები გყავდათ.

თბილისის "დინამოს" დამაჯერებელი თამაში გამიკვირდა. თამაშიდან გამომდინარე, 1:1 ლოგიკური შედეგი იყო. თავისუფალ სივრცეებს თითქმის არ გვიტოვებდნენ და ბევრი რამ არ გამოგვდიოდა.

"დინამომ" საკმაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან მომეწონა აქაური მაყურებელი, მათ მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნეს, მოედნის საფარი კი უნაკლო იყო. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრაზეც აისახა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბა - რუსი არაა, უკრაინელია შვილო - ჯერ განასხვავე და მერე წერ.
0
saba, რა შუაშია აქ რუსი. ეს კაცი უკრაინელია .... ასეთი ქკომენტარი ... ააფარე შუბლზე.
zako
12:44 09-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული