ადრეულ ასაკში არა მხოლოდ მოსკოვის "დინამოს" ძირითად მეკარეობას მიაღწია, არამედ 20 წლისა რუსეთის ნაკრების კანდიდატი იყო.
მაგრამ ახლახან დასრულებულ სეზონში შუნინს გარკვეული დრო გაუცდა, რადგან 2012 წლის 17 ნოემბერს "ზენიტის" ფანის მიერ ნასროლმა პეტარდამ კინაღამ მხედველობა დააკარგვინა.
ახლა უკვე ფორმაშია და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას იმედოვნებს.
- ჩამოსვლამდე ქართულ ფეხბურთზე რა იცოდით?
- სიმართლე გითხრათ,
- ჩვენების წინააღმდეგ ოდესმე გითამაშიათ?
- მხოლოდ ერთხელ, 2008 წლის სექტემბერში. მაშინ კონფლიქტი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მინსკში შევხვდით.
მოსკოველ ქართველებთან ურთიერთობა მქონდა. მოსკოვის "დინამოში" ძალიან ნიჭიერი ბიჭი თამაშობდა - გსმენიათ რამე გიორგი ღურწკაიაზე?
- მახსოვს, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" დუბლშემადგენლობის წევრი იყო...
- დიახ, მასზე ვლაპარაკობ. გიორგი ჩემზე ერთი წლით უფროსია, ორივე მოსკოვის "დინამოს" აკადემიის აღზრდილები ვართ და ბავშვობიდან კარგად ვიცნობდი. ნიჭიერი თავდამსხმელი იყო. "დინამოს" ძირითად შემადგენლობაშიც დააწინაურეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მერე იჯარით წავიდა და ერთი ხანობა, პორტუგალიაშიც თამაშობდა.
- ახლა რომელ კლუბშია?
- გიორგისთან დღემდე ვმეგობრობ და ხშირადაც ვეხმიანები. სამწუხაროდ, მან პროფესიული კარიერა დაასრულა.
- როგორია თბილისზე პირველი შთაბეჭდილება?
- ძალიან მომეწონა სტადიონი - კომფორტულია და ლამაზი. მეგონა, არენით რუსებს ვერავინ გაგვაკვირვებდა, მაგრამ "დინამო-არენაზე" რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო დაგვხვდა. სხვათა შორის, ისეთი ბალახი იყო, როგორსაც რუსეთში იშვიათად ნახავ.
ქალაქს რაც შეეხება, თბილისში პირველად ჩამოვედი და არ დავმალავ - ვერ წარმომედგინა, ასეთი შთაბეჭდილებებით თუ დავბრუნდებოდი. სუფთა, ლამაზი და რაღაცით გამორჩეული ქალაქია, სადაც თბილი და კეთილი ხალხი ცხოვრობს. ამას პირველივე ადამიანის მისალმებისთანავე გრძნობ.
- შეხვედრაზე რას იტყვით?
- მოსამზადებელ ეტაპზე ასეთი საინტერესო და მოტივირებული შეხვედრა სასარგებლოა. თამაშიც მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ სიცხის გამო ტემპი ვერც ერთმა გუნდმა ვერ განვავითარეთ. შეხვედრა ამხანაგური იყო და ამანაც გავლენა მოახდინა. ალბათ, ოფიციალურ შეხვედრებს ორივე სხვაგვარად ჩავატარებთ. თქვენი "დინამო" საკმაოდ მომეწონა.
წამოსვლამდე ვიცოდით, რომ თქვენებმა დონეცკის "შახტარს" მოუგეს, მაგრამ საწყენად არ მიიღოთ - რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის განსხვავება აშკარად არის. სირთულეების მიუხედავად, მეგონა, რომ მაინც მოვიგებდით და ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით.
აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა თბილისელი გულშემატკივარი - მათი ემოციური მხარდაჭერა მოთამაშეებსაც გადაგვედო. იმედია, თბილისს ორივე გუნდმა პატარა საფეხბურთო ზეიმი ვაჩუქეთ.
- რუსულ ფეხბურთში დიდი ინვესტიციები იდება...
- როდესაც მოსკოვის "დინამოში" ამიყვანეს, ასეთ სახელოვან კლუბშიც კი საუკეთესო პირობები არ იყო. ახლა რუსეთში გასაოცარი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შენდება, სტადიონები, ბაზები, ვარსკვლავები ჩამოგვყავს და ფეხბურთელები ფანტასტიკურ თანხებს იღებენ.
ცხადია, ამან რუსეთის პრემიერლიგაზე დადებითი გავლენა მოახდინა - ახლა ჩვენი კლუბები ევროპაში თამამად თამაშობენ, ნაკრები კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მაჩანჩალად აღარ ითვლება. ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაც არ უნდა იყოს შეუძლებელი.
იმისიც მჯერა, 2018 წლისთვის ჩვენი ფეხბურთის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, ძლიერი ფეხბურთელები და გუნდი გვეყოლება და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ღირსეულად ვითამაშებთ - იმედია, იმ დროს ნაკრებში მეც ვიქნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრეი ვორონინი: თბილისური ატმოსფერო მომეწონა
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
სერგეი ნარუბინი: რუსეთი დებილების ქვეყანაა!