კვირის 1000 წვრილმანი: რა დროს თანაკლუბელებია?

AutoSharing Option
წინა სეზონში მხოლოდ მუნიციპალიტეტებმა ქართულ ფეხბურთს 50 მილიონი ლარი დაახარჯაო. მე თუ მკითხავთ, სახელმწიფომ ორი ამდენიც რომ დაახარჯოს ფეხბურთს, ეს ჩვენს ქვეყანას არ დააქცევს.

აგერ "დინამო თბილისმა" მოსკოვის "დინამო" რომ ისტუმრა, არც ეს ღონისძიება გამოვიდოდა ხურდაში, მაგრამ ასეთი თამაში საჭირო იყო, რადგან თბილისურ "დინამოს" ასევე ტრადიციებით მდიდარი გუნდი ესტუმრა, ფეხბურთში კი ტრადიციები, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრს ნიშნავს.

მოსკოვური "დინამოს" გარდა თბილისურ "დინამოს" ანდრეი შევჩენკო და კრიშტიანო რონალდოც ესტუმრნენ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



შევჩენკო ადრეც რამდენჯერმე გახლდათ თბილისში, რონალდოს და ტანკენარი ირინა შეი
კის
ჩამოსვლა კი ახალი ამბავი გამოდგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge



ესეც საჭირო იყო, ასეთ რამეში ფულის ხარჯვა ყოველთვის გამართლებულია, ეს სტიმულია ყველასათვის, მათ შორის სიღარიბისგან დაბეჩავებული ხალხისთვის.

მოსკოვის "დინამო", სპორტი და პოლიტიკაო - ესეც ყბად იღო ჩვენმა მილეთმა. მე მაინც მგონია, რომ მოსკოვის "დინამოს" სტუმრობა წმინდა საფეხბურთო ამბავი იყო, რაც შეეხება რუსული დუმის დეპუტატის დასწრებას ამ მატჩზე, ეს უკვე პოლიტიკოსების სალაპარაკოა და არა საფეხბურთო სამყაროსი.

შეიკის სინარნარე ამშვენებდა ვიპ-ლოჟას, მოედანზე კი ამხანაგური თამაშიც იყო და შოუც. "დინამო თბილისმა" ამ ივენთით ერთხელაც აგრძნობინა ყველას, რომ დღეს დანარჩენ ქართულ კლუბებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ერთ-ერთ თავმომწონე ქართულ საიტზე ამოვიკითხე, დღეს თბილისური და მოსკოვური თანაკლუბელები თამაშობენო. არც ეგ არის დიდი პრობლემა, ამოდენა იმპერიაში იმდენ ხანს გვიცხოვრია, 23 წელი ყველაფერს ვერ წალეკავს. ეს "თანაკლუბელები" კი მაინც ცუდად მოხვდა ყურს.

* * *
საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის პირველი ეტაპი დაძლია, რაც სტუმრად გატანილი გოლით მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"ჩიხურა" ევროსარბიელისთვის მაინცდამაინც კარგად ვერ მოემზადა, "ვადუცამდე" საკონტროლო მატჩების თამაშიც კი ვერ მოასწრო, მაგრამ ლუქსემბურგული გუნდი ასედაც ჩამოიცილა გზიდან.

"ჩიხურაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, საერთაშორისო გამოცდილება რომ აქვთ - დავით ოდიკაძე, რატი წინამძღვრიშვილი... ევროტურნირზე მანამდე სხვა ჩიხურელებსაც უთამაშიათ და ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ "თუნთან" საჩხერული გუნდი თავიდანვე განწირული არ უნდა იყოს მარცხისთვის.

მოკლედ, ორი ქართული გუნდიდან ერთი მომდევნო ეტაპზე გავიდა და ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს.

გაახალგაზრდავებული ქუთაისის "ტორპედოსგან" სლოვაკური "ჟილინას" დამარცხება ძალიან ძნელი საქმე იყო და "ტორპედოც" ახლა ოდენ შინაურ ფრონტზე გაირჯება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"ჩიხურაზე" მეტი ევროშანსი გორის "დილას" უნდა ჰქონდეს. თურქულ შეკრებაზე "დილას" თამაში არ წაუგია, თუმცა ისიცაა, რომ ძლიერ გუნდებს ვერ ეთამაშა.

"დილას" თავკაცმა გიორგი დევდარიანმა იმაზე დაიჩივლა, საგოლე მომენტების რეალიზაციაში მოვისუსტებთო.

მეგოლე თავდამსხმელი მართლაც სანთლით საძებნელია ქართულ გუნდებში.

"ოლბორგი" "დილას" კბილა გუნდი უნდა იყოს, ასე ჩანს გარედან და არა მგონია, რომ ეს დანიური კლუბი ვარსკვლავებს ეთამაშებოდეს. ასე რომ, ქართულ გუნდებს აქვთ არცთუ ურიგო შანსი, ევროსარბიელზე ყოფნა მინიმუმ სექტემბრამდე გაიხანგრძლივონ.

* * *
"ზესტაფონს" კი, როგორც იქნა, საშველი დაადგა. ამბობენ, ფეროელთა მწვრთნელად სერბი რატკო დოსტანიჩი დაინიშნებაო. ილია კოკაიამ გია გეგუჩაძის დაბრუნებას უცხოელი მწვრთნელი არჩია - ასე ჩანს და ალბათ ასეც იქნება.

სერბებს უყვართ მოხეტიალე მწვრთნელობა, ოღონდაც უცხოელი მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს. ზესტაფონი სპეციფიური რეგიონია და უცხოელისთვის სულერთი ვერ იქნება, თბილისურ გუნდს გაწვრთნის თუ პერიფერიულს.

კარგია, კოკაია ისევ ქართულ ფეხბურთში და "ზესტაფონში" რომ საქმიანობს, თუმცა ეს მაინც ზოგადი ლაპარაკია, კონკრეტული ის იქნება, თუ რა გეზს აირჩევს "ზესტაფონი" - გუნდი მხოლოდ მწვრთნელი და ფეხბურთელი არ არის, გუნდს კლუბი აყალიბებს.

კულუარებში ითქვა, "ზესტაფონი" 3-4 მილიონ ლარს დახარჯავს ერთ სეზონზე და "დინამო თბილისის" კონკურენტი გახდებაო.
ვნახოთ, ასეთი არაოფიციალური ცნობაც კი სასიამივნო მოსასმენია და იქნებ ეს ყოველივე სიმართლეც იყოს.

* * *
ქართულ სატრანსფერო მიდი-მოდიში ასეთი რამეც მოხდა - ბოლნისის "სიონში" "დინამო თბილისიდან" იჯარით ლაშა პარუნაშვილი გადავიდა.

არ ვიცი, როგორი იქნება "სიონი" დამდეგ სეზონში, პარუნაშვილის შესაძლებლობებს კი ძალიან კარგად იცნობენ სპეციალისტები. ასეთი მონაცემების ახალგაზრდა დაგენანება ისეთი გუნდისთვის, რომელსაც არ აქვს კარგი სავარჯიშო პირობები, რომელსაც არ მოსდგამს ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოზრდის ტრადიციები.

პარუნაშვილისთვის მხოლოდ ის არ არის მთავარი, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს - ერთი შეხედვით ეს სუბიექტური აზრია, მაგრამ ისიცაა, რომ გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი საინტერესო ფეხბურთელის წინსვლისთვის.

პარუნაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია. ალექსანდერ ჩივაძემ ძალიან კარგად იცის ნიჭიერი ფეხბურთელის ფასი და ცხადია, ერჩივნა, რომ პარუნაშვილს სულ სხვა გუნდში ეთამაშა.

ბოლნისის "სიონი" საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა და ბევრი კარგი თამაშიც უჩუქებია გულშემატკივრისთვის. პარუნაშვილის გარდა "დინამომ" ამ გუნდში არჩილ ტვილდიანიც გაანათხოვრა, ვინც ასევე გახლავთ ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი.

"სიონი" ის გუნდია, დიდ პატივისცემას რომ იმსახურებს, რადგან ბოლნისში წლობით დადიოდა ბევრი ხალხი სტადიონზე. მაგრამ როცა პერსპექტიული ფეხბურთელი "დინამოს" ბაზიდან ბოლნისში მიდის, არის კი ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი?

ცხადია, ასეთ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზეც, თუ ვინ არის გუნდის მწვრთნელი. "სიონის" ახალი დამრიგებელი გიორგი კიკნაძე 37 წლის გახლავთ, თუმცა გამოუცდელი ნამდვილად არ ეთქმის, "სიონში" მისვლამდე ზაზა ზამთარაძესთან ერთად უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია.

მწვრთნელის სამუშაო მხოლოდ იმით არ იზომება, თუ გუნდს რომელ ადგილზე გაიყვანს, ახალგაზრდა ფეხბურთელის დაწინაურებაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და კიკნაძესაც ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფილოსოფოსობა რომ უყვარს, იმ ვითომ ჟურნალისტმა იქნებ შუა ევროპის რუკას ჩახედო და "ვადუცი" რომელი ქვეყნის გუნდია ის უფრო ზუსტად უთხრა საზოგადოებას. თუმცა, შენნაირ ტვინიკოსებს რუკა და რვეულში ჩახედვა რაში გჭირდებათ - შენ ხომ იქ ჩაუხედავადაც ყველაფერი იცი!
versia
22:36 14-07-2013
0
ამას მთლად გაურეკია, რა სიონი, რის სიონი გაბოლებ თუ ძმა ხარ თუ ის გინდა შენ თქVა, რომ "მხედრიონის" და მათი ძმების დახმარებით რომ მოიპოე ჩემპიონობა, კარგით რა ხალხო, მთლად დაყ....ით
badagoni
19:49 14-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული