ლევან ზუხბაია: ხელშეკრულების პირობებს 2011 წელს ყველა დაეთანხმა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ერთ-ერთი ხელმღვანელის, ნიკა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორის, ამირან ღიბრაძის ინტერვიუები შემოგთავაზეთ.

მათი განცხადებით, რომან ფიფიამ "დინამოს" საწვრთნელი ბაზა არარეალურად მცირე თანხად შეიძინა, რაც ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბზე წინა ხელისუფლების ზეწოლით იყო გამოწვეული.

ამჟამად ამ თემაზე თბილისის "დინამოს" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ტრანსფერების მენეჯერის, ლევან ზუხბაიას კომენტარს შემოგთავაზებთ.

"დინამოს" საწვრთნელი ბაზა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 49 წლის ვადით გადმოეცა საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" ჯერ კიდევ 2001 წლის 25 ოქტომბერს, ამავე პერიოდში ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბს ჩაერიცხა 1
მილიონი დოლარი.

იჯარის გადასახადი განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადით 10 000 ლარის ოდენობით, ამ ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული იყო ფორმულა, რომლის შესაბამისადაც "დინამოს" ნებისმიერ დროს შეეძლო ბაზის სრულად გამოსყიდვა "საქართველოს ფიზკლულტურულ-სპორტული კლუბი დინამოდან".

ცნობისათვის, ამ ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წელს "საფეხბურთო კლუბ დინამოს" დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშეც შეეძლო გამოესყიდა ბაზა ფიქსირებულ თანხად, 598 891 ლარად, სწორედ ამ კონტრაქტის შინაარსის გათვალისწინებით და შესაბამისად, მხარეებს შორის 2011 წლის 6 ივნისს დამატებით გაფორმდა ბაზის გამოსყიდვის ხელშეკრულება.

მის პირობებს დაეთანხმა "საქართველოს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი დინამოს" გამგეობის უკლებლივ ყველა წევრი და თავმჯდომარე.

ისე, ძალიან საინტერესოა 2001 წელს, ვისი "ზეწოლის" ქვეშ იმყოფებოდნენ "ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის" მესვეურნი და საერთოდ, რატომ არიან ისინი მუდმივი "ზეწოლის" პოზიციაში",
- აცხადებს ზუხბაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ბაზის გაყიდვისას ყველაზე მეტად ივანიშვილი აქტიურობდა
ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ
როგორ დაათმობინა წინა ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს "დინამო"
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული