ნიკა ივანიშვილი: რომან ფიფიასგან კომპენსაციად 10 მლნ ლარს ვითხოვთ

AutoSharing Option
ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისს" სასამართლოში უჩივის და საქმის ვითარებაში უკეთ გასარკვევად ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელს, ნიკა ივანიშვილს მივმართეთ.

- ჩვენს კლუბს 85-წლიანი ისტორია აქვს. 2001 წელს, როცა შპს-ების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობდა, სახელი შეეცვალა და "ფიზკულტურულ-სპორტული კლუბი "დინამო" დაერქვა.

ჩვენი კლუბი თბილისის "დინამოს" ერთ-ერთ დამფუძნებლად დარჩა მაშინაც, როცა ეს საფეხბურთო კლუბი მერაბ ჟორდანიას და შპს "ბერმუხას" ხელში გადავიდა 90-იანი წლების დასაწყისში. მაშინ ჩვენი წილი ამ კლუბში 15 პროცენტი იყო, ჩვენ გვეკუთვნოდა "დინამოს" საწვრთნელი ბაზაც დიღომში.

როცა დაფუძნდა ახალი
კლუბი და მას "დინამო თბილისი" დაერქვა, ამ კლუბის 10 პროცენტი იყო ჩვენი და პლუს ბაზა.

ამის შემდეგ წინა ხელისუფლების ზეწოლის პირობებში "დინამოს" დიღმის ბაზა 600 000 ლარად დავთმეთ, რაც არარეალური ფასია, ერთი კვადრატული მეტრი 15 ლარი გამოდის, თანაც, მიწის გარდა, ამ ბაზაზე შენობა-ნაგებობებიც ხომ იყო.

- წინა ხელისუფლების ზეწოლაში რას გულისხმობთ?
- წლების განმავლობაში არ გვაძლევდნენ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, არადა, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საკუთარი ბინის სარეესტრო ამონაწერი არ მოგცენ. მოკლედ, არ გვაძლევდნენ საბუთს იმაზე, რომ ეს ჩვენი ქონება იყო და ასეთ დროს ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენი შეხედულების მიხედვით გაგვესხვისებინა ჩვენივე ქონება. ერთი სიტყვით, ყველანაირად შებოჭილები ვიყავით.

- "დინამო თბილისის" პრეზიდენტს თუ შეხვდით მანამ, სანამ ბაზას 600 000 ლარად დათმობდით?
- შევხვდი და თვითონ ფიფიამ მითხრა გაყიდვის პირობები. როგორც კი შეთანხმებას მივაღწიეთ და ხელშეკრულება გაფორმდა, იმავე დღეს გაჩნდა ამონაწერიც საჯარო რეესტრიდან.

- ფიფიასგან ახლა რას ითხოვთ?
- იმის გათვალისწინებით, რომ ზეწოლის გამო დავთმეთ ამხელა ქონება, მოვითხოვთ ფულად კომპენსაციას. 2011 წლის ივნისში აუდიტს შევაფასებინეთ "დინამოს" დიღმის ბაზის ღირებულება და ასეთი ციფრი მივიღეთ - 10 მილიონი ლარი.

ჩვენს კლუბს თანხები ყველაზე უფრო იმისთვის სჭირდება, რომ ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობებსაც მიეხედოს.

სანამ ფიფია გახდებოდა "დინამო თბილისის" პრეზიდენტი, ეროვნული სტადიონის აქციათა 34 პროცენტი ჩვენი იყო, მერე კი თბილისის მერიამ 11 პროცენტზე ჩამოგვიყვანა. ადრე სხვადასხვა სპორტული სექცია იყო ამ სტადიონზე, ახლა კი მხოლოდ მაღაზიებია.

მერიას უნდა ვკითხოთ, რატომ გადასცა ფიფიას ეს სტადიონი 49 წლით მართვაში. ფიფიას არაპარტნიორული დამოკიდებულება აქვს სხვებთან.

- არსებობს წერილი, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე აწერს ხელს და ამ წერილში საუბარია ამ სადავ
ო საკითხის მოგვარებაზე, კონსესუსის მიღწევაზე, თუმცა მერე გაჩნდა კიდევ ერთი, საპასუხო წერილი რომან ფიფიას სახელზე, რომელსაც ასევე რამდენიმე ცნობილი პიროვნება აწერს ხელს: უწინდელ წერილზე ხელი ისე მოგვაწერინეს, რომ შეცდომაში შეგვიყვანესო... ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, გელა კეტაშვილი - ამ საპასუხო წერილსაც ასეთი ხალხი აწერს ხელს...
- სამწუხაროდ, არც პირველ წერილზე და არც მეორეზე ამ ხალხმა ხელი ისე მოაწერა, რომ ყურადღებით არ წაუკითხავს, იქ რა ეწერა. ვფიქრობ, მეორე წერილს მათ ფიფიას ზეწოლით მოაწერეს ხელი.

- იურიდიულად რა ეტაპზეა ეს საქმე?
- სასამართლომ საქმე დღეს წარმოებაში მიიღო.

- ამ პერიპეტიებით "დინამო თბილისის" გუნდს ხელი არ შეეშლება?
- არანაირად, უბრალოდ, ბაზის გასხვისების უფლება შეუჩერდა "დინამო თბილისს" ათი დღით. არ იყო გამორიცხული, რომ ეს ბაზა იპოთეკით დაეტვირთათ და დიდი კრედიტი აეღოთ, ანუ ბაზა რომ დატვირთულიყო ვალდებულებით.

- რამდენად გაქვთ იმის იმედი და შანსი, რომ სასამართლო თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს?
- სამართლიანობის აღდგენა ახლა ძალიან აქტუალურია და ეს სპორტშიც უნდა მოხდეს. არავისთვის არ უნდა იყოს საკამათო, რომ სპორტიც "ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლის ქვეშ იყო.

რედაქციისაგან:
"დინამოსთან" დაკავშირებით, დღეს ჩვენ შემოგთავაზეთ მოდავეთაგან ერთი მხარის პოზიცია. მზად ვართ, "ლელოს" უახლოეს ნომერში დავაფიქსიროთ მეორე მხარის მოსაზრებები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

ნიკა ივანიშვილი: მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად უნდა ვებრძოლოთ
რომან ფიფია: ვფიქრობ, "დინამოს" ვეტერანები შეცდომაში შეიყვანეს
სკ "დინამო თბილისის" განცხადება: ვიღაცებს ხელის მოთბობა უნდათ!
მერაბ რატიანი: მიპასუხონ, თბილისის "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს?
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?
მკითხველის კომენტარები / 25 /
*** რა ამ არაკაცს, სად იყო აქამდე ეს *** ?
koka
16:00 21-07-2013
0
სახეზე ეტყობა რა ფულისტია ეს ივანიშვილი!!
dato
20:11 20-07-2013
0

სიახლეები პოპულარული