ბოლო სეზონებში კი დუშეთი გუნდის გარეშეა დარჩენილი. ამის მიუხედავად, არ წყდება ბავშვთა ჯგუფების ფუნქციონირება და პატარები "დუშეთის" სახელით საკმაო წარმატებით ასპარეზობენ ასაკობრივ შეჯიბრებებში.
"დუშეთს" ადგილობრივი სპეციალისტი შიოლა შიოლაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც "არაგვის" აღსადგენად იბრძვის.
"არაერთი ნიჭიერი ბავშვი გვყავს, რომლებსაც ფეხბურთელად ჩამოყალიბების ყველა შანსი მოესპობათ, თუ "არაგვი" არ
თუ დუშეთში ფეხბურთი უახლოეს პერიოდში არ აღორძინდა, მთელი თაობა დაიკარგება, რაც ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილი უბედურება იქნება", - გვითხრა შიოლაშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც 2008-09 წლების სეზონში "არაგვმა" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.
ამის შემდეგ კლუბში, რომელსაც პირველ ლიგაში უნდა ეთამაშა, საქმე ცუდად წავიდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ჯერ შიოლაშვილი მოხსნა, მალე კი თვით "არაგვმაც" შეწყვიტა არსებობა.
ამჟამად ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "დუშეთში" დაახლოებით 120 მოზარდი ვარჯიშობს. ისინი გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან. მუნიციპალიტეტი "დუშეთს" ტურნირებში სამონაწილეო თანხასაც უხდის და მწვრთნელებსაც მცირე ხელფასით უზრუნველყოფს.
მოკრძალებული პირობების მიუხედავად, "დუშეთი" მიზანმიმართულად ვითარდება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, "არაგვის" აღდგენის გარეშე მისი მომავალი ბუნდოვანი ხდება.
"დუშეთის" აღსაზრდელები ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშობენ, რომლის ტრიბუნებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ მოედნის საფარის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რა თქმა უნდა, სანამ "არაგვის" აღდგენაზე მიდგება საქმე, ჯერ მოედანს უნდა მიეხედოს.
ბოლო წლებში ქართული საფეხბურთო რუკა გვარიანად შემცირდა და დუშეთი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, სადაც გულშემატკივარმა საკუთარი გუნდი დაკარგა.
იმედია, ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, საფეხბურთო კერა დუშეთშიც გაცოცხლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"