ეროვნულ ლიგა 3-ს ახალი წევრები ჰყავს

AutoSharing Option
28 ნოემბერს ლიგა 3-ისა და რეგიონული ლიგის ორი საპლეიოფო შეხვედრა გაიმართა. ორივე შემთხვევაში რეგიონული ლიგის წარმომადგენელმა აჯობა ლიგა 3-ის გუნდს და, შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ადგილიც გაუცვალა.

სამტრედიაში ზესტაფონის "მარგვეთი 2006" 1:2 დამარცხდა წყალტუბოს "სამგურალი 2"-თან, ხოლო გორში, "ქართლის" სტადიონზე, დუშეთის "არაგვმა" 2:1 მოუგო წალენჯიხის "სქურს".

ამგვარად, ლიგა 3-ს ორი ახალი ბინადარი ჰყავს "არაგვისა" და "სამგურალი 2"-ის სახით.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სადააა ზესტაფონიი???? ტიპებმა უკვე მეორედ გამოთქვეს სურვილი რომ ვითამაშებთო მესამე ლიგაშიო და ასეთი დამოკიდებულება აქვს ფეხბურთის ფედერაციაას????
zura
13:31 30-11-2017
0
წალენჯიხის სქურს არ ყავდა წარმომადგენელი მხარდამჭერი ფედერაციიდან და გაწირა მსაჯმა ბრავო მსაჯს ხოუნდა ესიამოვნებინა პარლამენტის წევრისტვის, ბურდულისტვის სამეგრელოს არ წყალობენ ყოჩაგ ტქვენ ფეხბურტი სამეგრელოს გარეშე
joni
18:16 29-11-2017
1

სიახლეები პოპულარული