დუ­შე­თი "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნას ელის

AutoSharing Option
წლე­ბის წი­ნათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ქვე­და ლი­გებ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ას­პა­რე­ზობ­და დუ­შე­თის "არაგ­ვი". ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კე­რა ყო­ველ­თ­ვის იყო და ად­გი­ლობ­რივ ნორჩ ფეხ­ბურ­თე­ლებს ზრდის­თ­ვის მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დათ - მა­თგან სა­უ­კე­თე­სო­ებს დიდ ფეხ­ბურ­თ­ში გზის გაკ­ვალ­ვის შანსს "არაგ­ვი" აძ­ლევ­და.

ბო­ლო სე­ზო­ნებ­ში კი დუ­შე­თი გუნ­დის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ წყდე­ბა ბავ­შ­ვ­თა ჯგუ­ფე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და პა­ტა­რე­ბი "დუ­შე­თის" სა­ხე­ლით საკ­მაო წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ ასა­კობ­რივ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

"დუ­შეთს" ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტი ში­ო­ლა ში­ო­ლაშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც "არაგ­ვის" აღ­სად­გე­ნად იბ­რ­ძ­ვის.

"არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვი გვყავს, რომ­ლებ­საც ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ყვე­ლა შან­სი მო­ეს­პო­ბათ, თუ "არაგ­ვი" არ
აღ­დ­გე­ბა. ამ ბი­ჭებს მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბათ.

თუ დუ­შეთ­ში ფეხ­ბურ­თი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში არ აღორ­ძინ­და, მთე­ლი თა­ო­ბა და­ი­კარ­გე­ბა, რაც ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი უბე­დუ­რე­ბა იქ­ნე­ბა", - გვითხ­რა ში­ო­ლაშ­ვილ­მა, რომ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­თაც 2008-09 წლე­ბის სე­ზონ­ში "არაგ­ვ­მა" სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე ლი­გა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ამის შემ­დეგ კლუბ­ში, რო­მელ­საც პირ­ველ ლი­გა­ში უნ­და ეთა­მა­შა, საქ­მე ცუ­დად წა­ვი­და. ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა ჯერ ში­ო­ლაშ­ვი­ლი მოხ­ს­ნა, მა­ლე კი თვით "არაგ­ვ­მაც" შეწყ­ვი­ტა არ­სე­ბო­ბა.

ამ­ჟა­მად ბავ­შ­ვ­თა სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა "დუ­შეთ­ში" და­ახ­ლო­ე­ბით 120 მო­ზარ­დი ვარ­ჯი­შობს. ისი­ნი გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი არი­ან. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი "დუ­შეთს" ტურ­ნი­რებ­ში სა­მო­ნა­წი­ლეო თან­ხა­საც უხ­დის და მწვრთნე­ლებ­საც მცი­რე ხელ­ფა­სით უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "დუ­შე­თი" მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნის გა­რე­შე მი­სი მო­მა­ვა­ლი ბუნ­დო­ვა­ნი ხდე­ბა.

"დუ­შე­თის" აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რა­ლურ სტა­დი­ონ­ზე ვარ­ჯი­შო­ბენ, რომ­ლის ტრი­ბუ­ნე­ბიც ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ მო­ედ­ნის სა­ფ­არის ხა­რის­ხი ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. რა თქმა უნ­და, სა­ნამ "არაგ­ვის" აღ­დ­გე­ნა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ჯერ მო­ე­დანს უნ­და მი­ე­ხე­დოს.

ბო­ლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო რუ­კა გვა­რი­ა­ნად შემ­ცირ­და და დუ­შე­თი ერთ-ერ­თი იმ ქა­ლაქ­თა­გა­ნია, სა­დაც გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა სა­კუ­თა­რი გუნ­დი და­კარ­გა.

იმე­დია, ისე­ვე, რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, სა­ფეხ­ბურ­თო კე­რა დუ­შეთ­შიც გა­ცოცხ­ლ­დე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტიპებს მაისურზე კლიჩკები აწერიათ :)))
გენადი
13:24 24-07-2013
0
კლიჩკებს არაუშავს, გენადი, ევროპაში ეგ მოსული პონტია. მარა სხვა რაღაცაშია საქმე. ეს საფეხბურთო რუკა შემცირდაო, პირველ ლიგაში ახლა რა ბარდაგიცაა ეგეთი არასდროს ყოფილა. აუცილებელია ყველა მაღალ ეშელონებში ეტენებოდეს? სხვა სიტყვას ვერ დაარქმევ, როცა არ იმსახურებ ისეთი ამბიციები გაქვს.
klichko
18:06 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული