დუშან უჰრინის შეგირდებთან ერთად ივარჯიშა 29 წლის რუმინელმა ნახევარმცველმა - დორინ გოგამ, რომელმაც ბოლო სეზონი ჰაპოელის "რამათ განში" გაატარა.
აღსანიშნავია, რომ დორინ გოგა 2008-12 წლებში "პოლიტექნიკა ტიმიშოარაში" თამაშობდა, იმ პერიოდში კი რუმინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე "დინამოს" ამჟამინდელი თავკაცი მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს "დინამომ" ფარერულ "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გამართა და 3:1 მოიგო, III საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით