ლანჩხუთის გურია VS კიევის დინამო - თამაში, რომელიც შეიძლება სკანდალის მიზეზი გახდეს

AutoSharing Option
27 ივლისს, ლანჩხუთში უკრაინიდან სტუმრებს ელიან. ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც ჩანოდიან.

მათგან განსაკუთრებით ოთხია ცნობილი - მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და ერთ მატჩში 5 გოლის გამტანი ოლეგ სალენკო, სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის "დინამოს" სახელოვანი ფეხბურთელი ვლადიმერ ბესონოვი, "გურიისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ვიქტორ ხლუსი და ასევე კიევის "დინამოელი" ივან იარემჩუკი.

მათთან ერთად "გურიას" ვეტერანებს დაუპირისპირდებიან: იური მაროზი, ვიქტორ ლეონენკო, სერგეი ფეოდოროვი, სერგეი კუზნეცოვი, სვიატესლავ სიროტა, ალექსანდრ რადჩენკო, ალექსანდრ პრიზეტკო, ანდრეი ოქსიმეცი, იური კრისტუნა, ედვარდ ტუქსმეტრიუკი და ოლეგ
ხლუსი.

რაც შეეხება "გურიას", მის ღირსებას დაიცავენ: გია გოგუა, გიორგი ჩიგოგიძე, რეზო კუკულაძე გია ჩხაიძე, მალხაზ მახარაძე, გოჩა გუჯაბიძე, ნუგზარ მიქაბერიძე, მერაბ კუკულაძე, კობა მირზაშვილი, დავით მახარაძე, რომან ქურიძე, თემურ ჩხაიძ, ავთო ნარიაშვილი, თემურ ალექსაია, გოჩა ნადირაძე, ჯონი კალანდაძე, ალექსანდრე განევი, სულხან წილოსანი, ნუგზარ თვარაძე და გენო ნუცუბიძე. მწვრთნელები: ბეგი სიხარული, დანტეს ჯეჯელავა, შოთა პატარაია, შალვა კაკაბაძე.

როგორც ხედავთ, 80-იანი წლების ტრიუმფატორი "გურიიდან" დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ თემურ ჩხაიძე, მალხაზ მახარაძე და ნუგზარ მიქაბერიძე იქნებიან.

რატომ ვერ მოხვდნენ "გურიის" ვეტერანთა რიგებში დავით უგრელიძე, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ოთარ კორღალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, გიგლა იმნაძე, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია და სხვები, კითხვებს ტოვებს.

ეს ადამიანები ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რაც "გურიასთან" არის დაკავშირებული. მათი დაუპატიჟებლობა შესაძლოა დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს, რომლის საწყისი ნიშნები ლანჩხუთურ ფეხბურთში აქამდეც იყო და ყველაფერმა ამან შესაძლოა გადაფაროს "გურიისა" და კიევის "დინამოს" ასე გაპიარებული შეხვედრის სარეკლამო მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის ჩატარება ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძის დიდი მონდომების შედეგია.

Sportall.Ge
ზაზა ურუშაძე და ვიქტორ ხლუსი
იგი ივნისის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და ჩამოსვლისთანავე დაანონსა, რომ 80-იანი წლების "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩი ჩატარდებოდა.

თუმცა დღეს გამოდის, რომ იმ დიდი გუნდებიდან მხოლოდ რამდენიმე მიიღებს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ მატჩამდე სარაიონო კულტურის სახლში უკრაინელი სტუმრებისთვის საზეიმო სანახაობა გაიმართება, ხოლო 15.30 საათზე სტუმრები ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვახტანგ კოპალეიშვილმა რამდენიმე ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა...
გიორგი
12:37 28-07-2013
0
მოკლედ ყველაფერი ხო უაზროდ უნდა გააკეტონ,,,,,,
ხარა
12:02 28-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული