ცხინვალის " სპარტაკმა" დაბადების დღეზე ფეხბურთელებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკს" 1 აგვისტოს დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა. ამ კლუბს დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა დამდეგ სეზონში ზედა ექვსეულში გეგმავს დამკვიდრებას.

დაბადების დღეზე "სპარტაკმა" რამდენიმე ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი.

ლაშა ჩაფიძემ 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 21 წლის ჩაფიძე შემტევი გახლავთ. მეორე ახალწვეულთან, 23 წლის თავდამსხმელ ვახტანგ ფანცხავასთან კი კლუბმა კონტრაქტი წლის ბოლომდე დადო, სეზონის ბოლომდე გაგრძელების პერსპექტივით.

ამას გარდა, "სპარტაკმა" ერთი სეზონით გაახანგრძლივა ხელშეკრულება 27 წლის თავდამსხმელ ზვიად მეტრეველთან, ასევე ერთ სეზონს გაატარებს გუნდში 22 წლის ნახევარმცველი თემურ შონია, 21 წლის
შემტევ ლაშა ქემუხტაშვილთან წლის ბოლომდე გაფორმდა კონტრაქტი, ხოლო 20 წლის მცველ კონსტანტინე ხიზანეიშვილსა და 27 წლის მეკარე ლადო ზუხბაიასთან - სეზონის ბოლომდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული