მერაბ ჟორდანიას ფინანსური "ფეარ პლეი" არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
ფინანსური "ფეარ პლეის" წესზე საკუთარი აზრი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა და მფლობელმა მერაბ ჟორდანიამაც გამოთქვა.

ეს წესი 2013/14 წლების სეზონიდან შედის ძალაში. მოგონილი კი იმიტომ არის, რომ ოლიგარქების, შეიხების თუ სხვა მილიარდერების საფეხბურთო კლუბებმა არ შთანთქან ყველაფერი და დიდი დისბალანსი არ გამოიწვიონ.

მისი მთავარი პუნქტი ასეთია: თუ კლუბი თავად შოულობს 5 მილიონ ევროზე მეტს, მან აღარ უნდა მიიღოს არანაირი შემწეობა.

მაგალითად, თუ რომან აბრამოვიჩის "ჩელსიმ" კომერციული საქმინობით გამოიმუშავა 5 მილიონ ევროზე მეტი, მაგრამ აბრამოვიჩს უნდა, რომ თავისი ჯიბიდანაც გასწიოს ხარჯი ძვირიანი
ფეხბურთელების შესაძენად, ეს უკვე ფინანსური "ფეარ პლეის" წესის დარღვევაა.

ჯერჯერობით, ეს წესი არ ემუქრება ქართულ კლუბებს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა და მინიმუმ 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კლუბის მფობელს უფლება აღარ ექნება, ისევ გასცეს დოტაცია.

"ფინანსური "ფეარ პლეის" წესით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რომ ეს ძალიან კარგია საერთაშორისო ფეხბურთისთვის.

კარგად ვიცნობ უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის და დარწმუნებული ვარ, ამ წესით ის ნებისმიერი რანგის კლუბის ინტერესებს იცავს, შესაბამისად, დიდ კლუბებს აღარ ექნებათ უპირატესობა",
- ამბობს ჟორდანია.

ჰოლანდიური კლუბის ქართველი მესვეური უკმაყოფილო ალბათ იმიტომაა, რომ ამ ზაფხულს "ვიტესმა" ვილფრიდ ბონი "სუონსის" მიჰყიდა, მარკო ვან გინკელი კი - "ჩელსის", შემოსავალიც მიიღო, ანუ ფული შემწეობის გარეშეც იშოვა.

"ვიტესი" ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში რუმინულ "პეტროლულს" სტუმრად დაუზავდა (1:1) და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსიც აქვს.

"არ მოვითხოვ იმას, რომ გინდა თუ არა, ჯგუფურ ეტაპზე უნდა გავიდეთ, თუმცა ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა შეგვეძლო. შემართება არ გვაკლია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯგუფში ვერ მოვხდებით, მაინც კმაყოფილი დავრჩები",
- ამბობს ჟორდანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ მერაბიკო ჩუკენობამ დაგაკმაყოფილოს?!
0
ამ არაკაცს რა უნდა ასეთ ღირსეულ საიტზე?
rati
18:09 07-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული