ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა. მისი თქმით, ფეხბურთელები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის სპორტსმენები ხელწერილით არიან გათავისუფლებულები.
არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა.
წყარო: interpressnews.ge