გიორგი მერებაშვილმა და ჩისკომ "დინამოს" მაისურით 50-50 გოლი გაიტანეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა - გიორგი მერებაშვილმა და ჩისკომ, კლუბის მაისურით გატანილი გოლების მიხედვით, 50-იან ნიშნულს მიაღწიეს.

11 აგვისტოს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, სადაც თბილისის "დინამომ" "ზესტაფონი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, გოლებით მერებაშვილი და ჩისკო გამოირჩნენ.

მერებაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი 2006 წლის 29 ივლისს "ბორჯომთან" შეხვედრაში გაიტანა.

რაც შეეხება ჩისკოს, ესპანელმა ლეგიონერმა "დინამოს" მაისურით თავისი პირველი გოლი 2011 წლის 21 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უელსური "ლანელის" კარში გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე
იხილეთ:
დინამო თბ-ზესტაფონი 2:1 - იღბალი და გამძლეობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული