რევაზ ძოძუაშვილი ფეხბურთში ბრუნდება

AutoSharing Option
1 სექტემბრიდან რევაზ ძოძუაშვილი საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერად იმუშავებს. ეს ამბავი ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა არჩილ არველაძემ გვითხრა.

"დიდი ხანია, ბატონი რეზო ქართულ ფეხბურთს ჩამოშორებულია, არც რომელიმე კლუბში საქმიანობდა და არც სხვა როლში. არადა, მას მოთამაშეების შერჩევის გამორჩეული ნიჭი აქვს და, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი გამოუყენებლობა გაუმართლებელი იყო.

ამიტომ, როცა ფედერაციამ სამუშაოდ მიმიწვია, ძოძუაშვილის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერად დანიშვნა შევთავაზე.

ეროვნული ნაკრების კანდიდატები მეტ-ნაკლებად ცნობილია. თუ სადმე ნიჭიერი ფეხბურთელი გამოგვეპარა და ის შენიშნავს, ხომ კარგი, მაგრამ
ცხადია, ასეთები ათასში ერთი იქნება. ამიტომ ძოძუაშვილს, ალბათ, უფრო ასაკობრივ ნაკრებებზე მოუწევს მუშაობა.

გამოცდილი სპეციალისტია და მჯერა, ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოეპარება",
- გვითხრა არველაძემ.

საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების ყოფილ თავკაცს საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიტვის, ყაზახეთისა და საუდის არაბეთის კლუბებში უმუშავია, მაგრამ 2010 წლის მერე, როცა აზერბაიჯანის "თოვუზიდან" წამოვიდა, არც ერთ კლუბში აღარ დასაქმებულა.

მაგრამ ვერ მოისვენა, უგუნდოდ დარჩენილი ფეხბურთელები შემოიკრიბა და იპოდრომზე ავარჯიშებდა...

2011 წლის აგვისტოში იყო ლაპარაკი, რომ ძოძუაშვილი პირველი ლიგის "ნორჩ დინამოს" ჩაიბარებდა, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კიდეც, მაგრამ რამდენიმე დღეში მუშაობაზე უარი განაცხადა.

ძოძუაშვილის დანიშვნა მოულოდნელი იყო იმდენად, რამდენადაც 2011 წლის მაისში, "ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ვეტერანთა შეკრებაზე ის ღიად დაუპირისპირდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, რასაც სიჭინავამ ბრალდებითვე უპასუხა, მას კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოექომაგა და...

მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი და ისეთი პირი უჩანდა, თითქოს ფედერაციისა და ძოძუაშვილის გზები სამუდამოდ გაიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - 68 წლის სპეციალისტი ამიერიდან ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ტალანტების მოძიებაში დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს
"ყველა ქართველ პრეზიდენტს ადვილად სამართავი მწვრთნელი სჭირდება"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფრიდონ შენ რა გესმის? კაცი რა ფეხბურთელიც იყო ჯერ მაგიტომ პატივისცემას იმსახურებს, მერე როგორც მწვრთნელმა ყველგან თავისი კვალი დატოვა მათ შორის ყარაგანდის შახტიორში რომელიც ლიგაზე პლეი ოფში მოხვდა !!!!
gocha
23:01 20-08-2013
0
ავშენებულვართ აბა!!! რომ იტყვიან, ისევ გამოქვაბულში ვბრუნდებით? დაბოლილი ძოძუაშვილის დაბოლებაღა გვაკლდა
Fridon
21:03 20-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული