თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონთან" ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
თორნიკე გორგიაშვილსა და "ზესტაფონს" შორის დავა გრძელდება. ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ გორგიაშვილმა საქმე სააპელაციო კომიტეტში შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "ზესტაფონმა" 2013/14 წლების სეზონისთვის დაიწყო მზადება, ამ გუნდის ფეხბურთელი გორგიაშვილი გუნდში არ გამოცხადებულა. იმის გამო, რომ კლუბმა ფეხბურთელებს ხელფასის გადახდა დაუგვიანა, გორგიაშვილი კონტრაქტის ანულირებასა და თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვდა.

საქმე ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა და გორგიაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ფიფას წესებით, ფეხბურთელს აქვს უფლება, მოითხოვოს თავისუფალი აგენტის სტატუსი, თუ კლუბი მას ხელფასს ვერ უხდის,
არ უხდის ან უგვიანებს, მაგრამ მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რამდენი თვის ხელფასის დაგვიანების შემთხვევაში უნდა მიეცეს ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი, ანუ ვერდიქტი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით უნდა იყოს გამოტანილი და ეს საკითხი ეროვნული ასოციაციის გადასაწყვეტია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში გორგიაშვილის პრეტენზიები ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა, თუმცა საქმე ამით არ მთავრდება.

სააპელაციო კომიტეტში გორგიაშვილის საქმეს ხელმეორედ განიხილავენ და თუ ფეხბურთელის მოთხოვნა ისევ არ დაკმაყოფილდება, გორგიაშვილს კიდევ ექნება დავის მოგების შანსი, ოღონდ - უკვე სპორტულ არბიტრაჟში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!
თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 1 /
იბრძოლა და გაიმარჯვა!!!
daviddavid
15:00 02-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული