გიორგი დევდარიანი: ვინაა უძლიერესი, თბილისში გამოჩნდება

AutoSharing Option
22 აგვისტოს გორის "დილამ" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად ვენის "რაპიდთან" გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი დევდარიანი (გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი):
- გორის "დილა" ხშირად კარგავდა ბურთს. რასთან იყო ეს დაკავშირებული?
- ეს ალბათ დაკავშირებულია ჩემს სტრატეგიულ შეცდომასთან. პირველ ტაიმში ვცდილობდით, რომ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. შეგნებულად დავთმეთ სათამაშო სივრცე და უფრო მეტად დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელები გამოვიყვანეთ მინდორზე, რათა კონტრშეტევებზე გვეხეირა.

ვერ გამოვიყენეთ ასპროცენტიანი მომენტი და მალევე მივიღეთ გოლი.

მეორე ტაიმში სხვა
გეგმა გვქონდა, რომელიც უკეთ განხორციელდა.

- როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის დღევანდელ გამოსვლას და თბილისში შანსები როგორია?
- შანსები ისევ 50/50-ზეა. გვქონდა მოლოდინი, რომ დღეს რთული თამაში იქნებოდა.

თბილისში გადაწყდება, ჩვენს შორის ვინ არის უძლიერესი. ჩვენ უგოლო ფრის შემთხვევაშიც გვექნებოდა გოლი გასატანი და ამ შემთხვევაშიც იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ. თბილისში აბსოლუტურად სხვა ხასიათის თამაში იქნება.

ზორან ბარისიჩი (ვენის "რაპიდის" მთავარი მწვრთნელი):
- თამაშის შესახებ რას იტყოდით?
- მეტოქე დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა და ყველა ზონას კეტავდა, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და ბურთის ფლობაც ჩვენს მხარეს იყო.

მეორე ტაიმში ძალიან კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა, რომ მეორე ბურთიც გაგვეტანა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, თუმცა მომენტები მაინც ვერ გამოვიყენეთ.

დღეს აუცილებლად გვინდოდა მოგება და რაც მთავარია, გოლი არ მივიღეთ საკუთარ კარში. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, თუმცა მე მგონი, სერიოზული არაფერია.

- შეუძლია თუ არა გორის "დილას" შემტევი ფეხბურთის თამაში?
- როდესაც მათ სივრცე და დრო მივეცით, გამოჩნდა, რომ შეუძლიათ შეტევაში კარგად თამაშიც. ძალიან რთული დავალების შესრულება მოგვიწევს საქართველოში. მართალია, დღეს ჩვენ ვთამაშობდით შემტევ ფეხბურთს, თუმცა ისე გამოვიდა, რომ კონტრშეტევიდან გავიტანეთ ეს ერთადერთი გოლი.

- აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელზე რას გვეტყვით, როდის იქნება მზად?
- რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელი ძალიან დაგვაკლდა, რომელსაც ოპერაცია უკეთდება, მაგრამ შეიძლება ის თბილისში გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.

- კარში შორიდან დარტყმები არ შედიოდა თქვენს გეგმებში?
- რა თქმა უნდა, შედიოდა და ვცდილობდით კიდეც, თუმცა არ გაგვიმართლა.

წყარო: fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინც შეგნებულად არ ცვლის კომენტატორებს და ხალხს ნერვებს გვიშლის,იმის დ....ს შ....ი.აი ასე,ალალად და უსაყვედუროდ.
kakoi
24 აგვისტო 2013 23:36
0
კომენტატორებმა როგორც ყოველთვის თადარიგი დაიჭირეს - მსაჯებს და უეფას ყოველთვის უნდათ უფრო ძლიერი გუნდი გაიყვანონო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ 5:0 რომ გუნდი წააგებს ვერავის ვეღარ დააბრალეს. ყოჩაღ დინამო ახალ მწვერვალებს მიაღწია 5 ბურთის სხვაობით პირველად წააგო საკუთარ მოედანზე და კომენტატორები ჩალაგამოვლებული დატოვეს. ქართველები ხომ ყოველთვის ვპოულობთ გამართლებას
ირაკლი
24 აგვისტო 2013 02:12
0
კომენტატორები ნერვებს გვაგლიჯავენ რას ბოდიალობენ,თამაში კი არ მიყავთ,რაღაც წინასწარ დაზუთხულ ვითომ რაღაც საინტერესოს გვიყვებიან,ბლუკუნებენ გულისამრევად,მხოლოდ რამდენჯერმე ჩაერთენ თამაშში და აი რა იყო მათი ბჟუტური,''ბურთს თამაშში შეიყვანს მეკარე...."აი ამის რამდენჯერმე გამეორება იყო მათი თამაშის წაყვანა,ეს რა უბედურებაა მიყევი რა თამაშშს,რას ბურტყუნებ,რას მიედ მოედები,რას გვიმტკიცებ ,რომ მაგარი ხარ? რომ მოიდზიე ინფორმაციები? ეს გუნდი არ არის იმ დონის.... ათასჯერ გაიმეორეს დილა რაპიდის მატჩის დროს,ჩაიხვიეს ატრიალეს ტვინი მ........ ფუ მე თქვენი... ლოგოპედთან იარეთ რა.....
tato erti
24 აგვისტო 2013 00:22
0
ნიკო 100%-იანი ხარ რასა გავს ჩვენი კომენტატორები, მათ ხშირად უნდა უსმინონ ეროსისს და კოტეს ჩანაწერებს, იქნებ ისწავლონ რაიმე არადა ფეხბურთის გადაცემის წაყვანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა რაც ფეხბურთელები გვყავს ისეთი კომენტატორებია,ობოლაძე კიდევ ხო
Tamazi
23 აგვისტო 2013 19:48
0
გუშინ თამაშის დაწყებისთანავე ჩანდა რომ დინამო წასაგებად იყო გასული მინდორზე...ტიპებს სირბილი ეზარებოდათ და მოძრაობა...
beqa
23 აგვისტო 2013 19:36
0
ბევრჯერ მიფიქრია რომ ფეხბურთზე აღარ წავიდოდი და საერთოდ შევეშვებოდი ამ სპორტის გულშემატკივრობას (ჩვენსას ვგულისხმობ), მაგრამ გუშინდელი დინამოს მერე, ნამდვილად ასე ვიზავ. საშინელება ვნახეთ. ტიპებმა ივარჯიშეს და ისე მოგვიგეს. მესმის რომ ძლირი გუნდია და შეიძლება დამარცხდე, მაგრამ როდესაც ფეხბურთელების მონდომების ნატამალიც არ ჩანს, ეს უკვე ტრაგედიაა. არ გვესმის ეს საქმე და შევეშვათ. მივაწვეთ რაგბს და ჭიდაობას. სხვა გზა არ არის
gio
23 აგვისტო 2013 16:29
0
უგოლო ფრის შემთხვევასიც გექნებოდატ გოლის გატანის აუცილებლობა, მარა უგოლო ფრის შემტხვევაში, თბილისში თუ ავსტრიელები გაიტანდნე, მაშინ დილას ორი ბურთის გატან ეყოფოდა, და ეხლა თუ გაიტანეს მაშინ სამი ბურთის გატანა დასჭირდება გორის დილას, გნსხვავება ძალიან დიდია.
lasha
23 აგვისტო 2013 16:19
0
კომენტატორებმა გამართულად რომ ისაუბრონ კარგი იქნება.თვითონ რომ ატარებენ შესარჩევ კონკურსს სასაცილოა.დავიღალეთ მაგათი მოსმენით.
niko
23 აგვისტო 2013 12:21
0
რა კომენტარები გავაკეთო-გუშინდელი ჩვენი გუნდების თამაშითაც და შედეგითაც დათრგუნული ვარ!! ჩვენი გუნდებიდან თამაში კი არა, პანიკა უფრო ჩანდა!
ელგუჯა
23 აგვისტო 2013 11:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული