სად ითამაშებს გუნდი მომავალ სეზონში? ეს საკითხი კარგა ხანს გაურკვეველი იყო. საინტერესოა, რა სიტუაციაა სადღეისოდ. ამაზე კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ გვიპასუხა:
"მომავალ სამ საშინაო შეხვედრას "მერანზე" გავმართავთ. ამჟამად იქ მოედნის საფარი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.
სტადიონის ხელმძღვანელობა სამუშაოებს აგრძელებს და იმედია, 5 სექტემბერს, როცა თელავის "კახეთს" უნდა ვუმასპინძლოთ, ყველაფერი წესრიგში იქნება.
რაც შეეხება მომდევნო საშინაო შეხვედრებს, ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით".
გუნდში ბევრი
აფხაზავას თქმით, გუნდმა "სასკოდან" დაიმატა ძმები - ბაქარ და ზაურ ქარდავები. გარდა ამისა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ დეკემბრამდე გუნდში დარჩება აბაიომი ოვონიკოკო. ის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჯერ "ზესტაფონში" თამაშობდა, შემდეგ - ვოლინის (უკრაინა) "ლუცკში", ისინჯებოდა ბელგიურ "ლოკერენში", მაგრამ საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნდა.
ოვონიკოკოს "გაგრასთან" ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ცხადია, 21 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი "გაგრას" საგრძნობლად გააძლიერებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"