ფული და ფეხბურთი: თბილისის "დინამო" "ტოტენჰემმა" ფინანსურად მაინც ახეირა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ევროტურნირებში ამა თუ იმ კლუბის მონაწილეობა და შედეგები უეფას საკლუბო რეიტინგში და ამ კლუბების ბიუჯეტებზეც აისახება. ამ ყველაფერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კონკრეტული ფინანსური შედეგებით აფასებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2013/14 წლების სეზონის ბიუჯეტი დაამტკიცა და ცნობილი გახდა, ვინ რა თანხას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და სუპერთასის წლევანდელი გათამაშებებიდან.

ჩემპიონთა ლიგასა და სუპერთასზე უეფას საპრიზო ფონდი 1.34 მილიარდი ევრო იქნება, რომლის 75 პროცენტიც (დაახლოებით 530 მილიონი ევრო) კლუბებს მოხმარდება, ხოლო 40 მილიონი ევროპალიგის მონაწილეებს დაერიცხებათ.

500.7 მილიონი
ჯგუფურ ეტაპზე გასულებს გადაუნაწილდებათ: ჯგუფში მოხვედრა ყველა კლუბს 8.6 მილიონი ევროთი გაამდიდრებს, გამარჯვებული კი - 37.4 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს - ტურნირის სპონსორებისგან შემოსული თანხის გარკვეული პროცენტიც.

ჯგუფური ეტაპის მონაწილეებს დამატებითი ბონუსებიც ერგებათ. მაგალითად, ჯგუფში ერთი შეხვედრის მოგებით კლუბის ბიუჯეტი მილიონი ევროთი შეივსება, ფრის შემთხვევაში - 500 ათასით, მერვედფინალში გასვლა 3.5 მილიონ ევროდ ფასობს, მეოთხედფინალისტები 3.9 მილიონს მიიღებენ, ნახევარფინალისტები - 4.9 მილიონს, გამარჯვებული - 10.5 მილიონს, ხოლო ფინალისტი - 6.5 მილიონს.

ცხადია, გაცილებით ნაკლები თანხებია გამოყოფილი ევროპალიგის მონაწილეებზე, მაგრამ ჩვენი კლუბებისთვის ესეც სოლიდური შემოსავლებია. როგორც ვთქვით, ამ გათამაშებას დაერიცხება ჩემპიონთა ლიგის შემოსავლების ნაწილი (40 მილიონი ევრო) და პლუს - საკუთარი შემოსავლები, რაც კლუბებზე გადანაწილდება და ჯამში ეს 225 მილიონი ევროა.

"სოლიდარობის ფონდის" კომპენსაციები გაიზარდა და შარშანდელი 90 ათასი ევროს ნაცვლად, წლეულს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები 120 ათას ევროს მიიღებენ, მეორე ეტაპზე გასულები - 130 ათასს, ხოლო მესამეზე - 140 ათასს.

ცალკეა განსაზღვრული ეგრეთ წოდებული "სანუგეშო თანხა" - ევროპალიგის პლეი ოფიდან გავარდნილ გუნდებს უეფა 150 ათასს გადაურიცხავს.

ჯგუფური ეტაპის მონაწილეები 1.3 მილიონით გამდიდრდებიან. ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება 400 ათასად ფასობს, მეორე ადგილზე გასვლა 200 ათასის ტოლფასია, ჯგუფის მოგება - 400 ათასის. მეთექვსმეტედფინალისტები დამატებით 200 ათასს მიიღებენ, მერვედფინალისტები - 350 ათასს, მეოთხედფინალისტები - 450 ათასს, ნახევარფინალისტები - 500 ათასს, გამარჯვებული კიდევ 5 მილიონს, ფინალისტი კი 2.5 მილიონს. სატელევიზიო და სარეკლამო თანხებიც არ დაგვავიწყდეს, რაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ თანხად ფასდება.

ახლა ჩვენი გუნდების ხილული მონაგარი დავითვალოთ: თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის უკვე 280 ათასი ევრო გამოიმუშავა. ამას დავამატოთ მესამე ეტაპიდან გავარდნისა და ჯგუფში ვერმოხვედრისთვის ასაღები 400 ათასი (შესაბამისად, 200-200 ათასი ევრო), ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობისთვის კი - 150 ათასი.

ანუ ჯამში, "დინამოს" ამჟამინდელი შემოსავალი უკვე 830 ათასი ევროს შეადგენს, რაც 1 104 280 დოლარს შეადგენს.

აქ არაფერს ვამბობთ სატელევიზიო შემოსავლებზე, რასაც "დინამო" აუცილებლად მიიღებს. ფარერის ჩემპიონ "სტრეიმურთან" ეს თანხა მიზერული ან ნულის ტოლი იქნებოდა, რუმინეთის ჩემპიონ "სტიაუასთან" - სადღაც 10-დან 30 ათასი ევროს ფარგლებში უნდა ვიანგარიშოთ.

ახლა კი მთავარზე - თუ სპორტული კუთხით "ტოტენჰემთან" შეხვედრა სასიამოვნო არ არის (ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის პერსპექტივა გვაქვს მხედველობაში), ფინანსური თვალსაზრისით, წილისყრის ეს შედეგი მისწრება იყო. დღევანდელი ევროპული ფეხბურთის რეგულაციებში ასეა განსაზღვრული - საკლუბო ტურნირებში ყველაზე მეტი ტელეშემოსავალი გერმანულ მეტოქესთან დაპირისპირებიდანაა შესაძლებელი, რადგან გერმანია მსოფლიო ფეხბურთის ფინანსური "გულია". შემდეგ კატეგორიას კი განეკუთვნებიან ინგლისური, ესპანური, იტალიური და ფრანგული კლუბები.

თუკი ამ 7-10 წლის წინ ინგლისელებთან შეხვედრის ტელეტრანსლაციის ღირებულება 600-დან 800 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობდა, დღევანდელი საზომით "დინამოს" "ტოტენჰემთან" მატჩის სატელევიზიო უფლებაში დაახლოებით 1.3 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ახლა ევროპალიგის მონაწილეებზე ვთქვათ: სხვა მასალაშიც წაიკითხავდით, რომ გორის "დილამ" უკვე 420 ათასი ევრო გამოიმუშავა. თუმცა რა თანხები მიიღეს გორელებმა დანიურ და ხორვატულ კლუბებთან მატჩების ტელეტრანსლაციებიდან და რას გადაიხდიან ავსტრიელები "რაპიდის" თბილისური შეხვედრის რეპორტაჟში, ეს ჩვენთვის უცნობია.

ზოგადად კი, დანიური და ავსტრიული გუნდების მონაწილეობით ტრანსლაციები 150-დან 300 ათას ევრომდე მერყეობს.

საჩხერის "ჩიხურა" ბიუჯეტს 250 ათასით შეივსებს, ხოლო პირველივე ეტაპიდან გავარდნილი ქუთაისის "ტორპედო" მხოლოდ 120 ათასს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ სტატიის ავტორი თუ ინტრიგანი არ არის
რა ფულებზეა ლაპარაკი რას ბოდიალოფ კარგათგაერკიე უეფა ვის რას უხდის და მერე დაწეწრე
fexburti
18:26 24-08-2013
0
ჩალიჩობენ ქართული ტელევიზიების ჩინოვნიკებიც 1 არხმა თამში ათი-თხუტმეტი წუთის დაგვიანებით,ჩაწერაში აცვენა.ონლაინ რტანსლაციის და ჩაწერილის შორის დიდი განსხვავებაა-ფულების შეტყაფუნების მხრივაც.ამ დებილმა კომენტატორებმა კი სულ წაიღეს გულშემატკივართфა ტვინები.საჯაროობა და სიმართლეა საჭირო,მაგრამ მერე მუქთა ფულები ვინღა აკეთოს,მართალი ხალხია საჭირო თანამდებობებზე,საქართველომ სიმართლით,ყოველი საქართველოს მოქალაქისათვის უნდა იაროს DILA~ GO! GO!
Goreli
09:22 24-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული