ეს ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა და დროც საკმარისად იყო, თუმცა ზორან ბარიშიჩის შეგირდებმა ეგრეც ვერ მოახერხეს თამაშის არათუ შემოტრიალება, თუნდაც მარცხისგან თავის დაღწევა.
"გრიოდიგი" ამ სეზონში აღზევდა ბუნდესლიგაში, თუმცა გამოუცდელობის კვალობაზე ყოჩაღად გამოიყურება - ლიდერებშია და გოლებიც ბლომად გააქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, თითქოს გორის "დილას" მეტოქის საშინაო მარცხი სენსაციაა.
"რაპიდი" უფერული გუნდია (ევროპული საზომით, თორემ ჩვენთვის...) და ეს ამ თამაშმაც დაადასტურა.
ვერც იმის მტკიცებას მოვყვებით, რომ
თბილისის "დინამო" უშანსოდ კია, მაგრამ "ტოტენჰემზეც" ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ანდრე ვილაშ-ბოაშის "დეზებმა" მეორე ტურშიც 1:0 მოიგეს ("სუონსისთან" საკუთარ მოედანზე) და კვლავ პენალტის ხარჯზე; თან, თავი ამჯერადაც რობერტო სოლდადომ გამოიჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]