რაპიდი-დილა 1:0 - თამაში ავანტიურის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე გოლგაუშვებელი სერია შეწყვიტა, თუმცა ისეთი ანგარიშით დამარცხდა, რომ ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ვენის "რაპიდი" გერმანულ სტილში მოთამაშე გუნდს ჰგავდა, რომელმაც მეტოქეს აჯობა სისწრაფეში, აგრესიასა და, ალბათ, მონდომებაშიც. "რაპიდი" უფანტაზიო გუნდი აღმოჩნდა და ეს "დილას" შანსია საპასუხო შეხვედრაში.

22 აგვისტოს "დილამ" კარგად ვერ ითამაშა, ნაწილობრივ ალბათ იმიტომაც, რომ "რაპიდი" დანიურ "ოლბორგსა" და ხორვატულ "ჰაიდუკზე" უკეთესი გუნდია. თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, "დილასგან" მეტს ველოდით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და ერთი ნახევარი კიდევ წინ არის.

Sportall.Ge"დილამ"
ისევ სამი სტოპერით ითამაშა და ამ სამეულში არ აღმოჩნდა ადგილი გულვერდ თომაშვილისთვის, რომელიც გიორგი დევდარიანმა საყრდენ ნახევარმცველად გადასწია.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მწვრთნელის პოზიცია გასაგებია - დევდარიანი უფრო გამოცდილ ფეხბურთელს ენდო, ვიდრე, მაგალითად, გიორგი აბურჯანიას ან ირაკლი მაისურაძეს.

პირველ ტაიმში "დილას" ნახევარდაცვამ საშინლად ითამაშა. გადაცემებში იმდენი წუნი იყო, რომ ავსტრიელებს ხშირად ეძლეოდათ მწვავე იერიშის წამოწყების შანსი. "დილას" მცველებსაც უჭირდათ ბურთის ამოტანა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "დილამ" ბურთზე კონტროლი ვერ მოახერხა - ხან პასი არ ვარგოდა, ხან კი ბურთი პირდაპირ მოწინააღმდეგესთან მიდიოდა.

"დილამ" ვერ ითამაშა მწყობრად, ვეღარ ვნახეთ ამ გუნდის საფირმო შეტევებიც მარჯვენა ფლანგიდან - ევროსარბიელზე რაც უფრო შორს მიდის ქართული გუნდი, მით უფრო ახსენებს თავს ის, რომ დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს.

არც "რაპიდი" გამოდგა დიდი ხვითო, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ინჩი-ბინჩი მაინც ეტყობოდა. საგოლე კომბინაციაც ისე სწრაფად და აგრესიულად გაშალა, რომ "დილა" უშანსოდ დატოვა. გაშვებული გოლი კი გრიგოლ დოლიძის გაცუდებულ მომენტს მოჰყვა - ოთარ ხიზანეიშვილის პასით დოლიძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მერე მცველი წამოეწია, კუთხეც დაიმახვილა და ოდენ კუთხურს გამორჩა. ნაკუთხურალზე კი ავსტრიელებმა განახორციელეს კიდეც საგოლე იერიში...

"დილას" ძალიან დაეტყო ირაკლი მოდებაძის არყოფნა. ამ ცენტრფორვარდს ბურთის მიღება, დამუშავება და შემაგრება კარგად ეხერხება, რითიც თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებასაც აძლევს და შეტევაში გადმოსვლისასაც.

გიორგი ილურიძე "რაპიდის" მცველებთან ბრძოლაში არაერთხელ აღმოჩნდა გამარჯვებული, მაგრამ მის ჩუბინობას კარგი გაგრძელება, ფაქტობრივად, არ ჰქონდა.

მოკლე სკამი - ევროსარბიელზე ეს კიდევ უფრო მწვავედ ჩხვლეტს გუნდს. "დილასაც" ასე დაემართა. მეორე ტაიმში დევდარიანის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა თითქოს გამოაკეთა "დილას" მდგომარეობა, ბურთს ადვილად აღარ კარგავდა, თუმცა მწვავე შეტევები მაინც ვერ გამოსდიოდა.

ამასობაში ნუკრი რევიშვილს მოუწია რამდენიმე ძნელი ბურთის მოგერიება და "დილას" ოდენ ერთი გაშვებული გოლი აკმარა.

22 აგვისტოს "დილა" ავანტიურაზე არ წასულა, თითქოს შეეგუა მინიმალური ანგარიშით მარცხს. არც "რაპიდმა" გამოიდო დიდად თავი, ნამეტანი გაუფრთხილდა ერთბურთიან ფორას.

დევდარიანმა აღარ შეუშვა მოედანზე მიხაილ გორელიშვილი და კონსტანტინე გაბაშვილით სცადა შეტევაში რაღაცის შეცვლა. "დილამ" მეორე ტაიმში საგოლე მომენტი ვერ შექმნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც უნდა იყოს, "დილა" უიმედო სიტუაციაში ნამდვილად არ არის, დევდარიანის გუნდს რეალურად შეუძლია, რომ უკეთ ითამაშოს. "რაპიდი" იყო, ქართულ საკლუბო ფლაგმანს რამდენიმე წლის წინ ორი მატჩის ჯამში 8:0 რომ მოუგო და ძალიანაც ნუ დავაკნინებთ ახლანდელი "რაპიდის" შესაძლებლობებს...

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი დევდარიანი: ვინაა უძლიერესი, თბილისში გამოჩნდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გამოშიგნული დინამოს შემდეგ დილაც რომ პატარა ბიჭუნასავით ათამაშდა, ხელი ჩავიქნიე: თურმე საქართველოს გუნდები ელემენტარულ ფეხბურთსაც ვერ თამაშობენ! სამწუხაროა!
beri@posta.ge
23:09 23-08-2013
0
ჯგუფში გასვლის შანსი გვაქვს,როგორც არასოდეს. ტოტალური შეტევა ქართულად,ორი ბურთის გატანამდე,ვენაში რომ დავუშვით,ორი ერზე გასვლით,იმგვარი ავსტრიული კონტრ შეტევის გამორიცხვით.თინეიჯერების მოდური ხტუნაობით კი არა დრო და დრო,მიზეზით და უმიზეზოდ, ტრიბუნებზე,არამედ ქართული ერთგულად ჯიგრული ქომაგობით მთელი მატჩის მსვლელობისას.გესმოდათ?ავსტრიელები როგორ ქომაგობდენ.ინგლსელების ქომაგობა ნახეთ ლონდონში,მიუხედავად იმისა რომ დაანგრის დვანდელი ქართული სირცხვილი და თავისმოჭრა-დინამო!ამგვარი ანგარიშით ქართულ გუნდს ევრო მტჩები,ჯერ არ წაუგია გორის ციხეს კი შანსია აქვს.Hკა მაგას დილა!
MESXI
21:28 23-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული