თავისუფალი თორნიკე გორგიაშვილით გორის "დილა" დაინტერესდა

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და მისი მოთამაშის, თორნიკე გორგიაშვილის ხანგრძლივი დავა 2 სექტემბერს დასრულდა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა გორგიაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კლუბთან მისი კონტრაქტი ბათილად ცნო.

სააპელაციო კომიტეტმა (თავმჯდომარე თამარ წერეთელი, წევრები - დავით ქარსელაძე, გიორგი ციხისთავი) გააუქმა ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის კომიტეტის 2013 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება, 2012 წლის 20 აგვისტოს "ზესტაფონსა" და თორნიკე გორგიაშვილს შორის დადებული ხელშეკრულება გააბათილა და ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭა.

იქვე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ გორგიაშვილისა და "ზესტაფონის" დავა 2013
წლის 5 ივლისს დაიწყო, როცა ფეხბურთელმა საჩივარი შეიტანა სფფ-ის ფეხბურთელის სტატუსისა და ტრანსფერის კომიტეტში, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ გორგიაშვილმა სფფ-ის სააპელაციო კომიტეტს მიმართა და საწადელსაც მიაღწია.

და ბოლოს: გორის "დილას" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა - რადგან გორგიაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, სიამოვნებით დავიმატებთ, სირცხვილია, ასეთი დონის ფეხბურთელი უგუნდოდ იყოსო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონთან" ბრძოლას აგრძელებს
ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!
თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგად ვიცი ყველა დეტალი, რა როგორ იყო, რატომაც დაიწყო უპრეცენდენტო! ბრძოლა, რატომაც გარისკა და სამართლიანად გაიმარჯვა! მაგრამ ამის თაობაზე თავად გორგიმ უნდა თქვას, დარწმუნებული ვარ როცა სიმართლეს გაიგებთ აუგის თქმასაც აღარ მოინდომებთ. წარმატებები გორგიაშვილს.
zestafani!
11:17 04-09-2013
0
გილოცავ გორგი მონობიდან განთავისუფლებას.ყური არ დაუგდო ტირანი კოკაიას აგენტებს, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა.
pele
09:46 04-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული