"ასეთ ბაზაზე ფრანგული კლუბებიც იოცნებებდნენ"

AutoSharing Option
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები თბილისში დარჩა. დიდიე დეშამის გუნდი ბელორუსთან 10 სექტემბრის მატჩისთვის ჩვენს დედაქალაქში კიდევ ორი დღე ემზადებოდა.

ჯამში, "ლურჯებს" საქართველოში 4-დღიანი შეკრება გამოუვიდათ. მათ სამჯერ ივარჯიშეს თბილისის "დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. 8 სექტემბერს კი ფრანგ სტუმრებს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უმასპინძლა - ჯერ უშუალოდ ბაზაზე, ხოლო შემდეგ - ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში.

ფიფიას სტუმარი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ დესუმერმა გახლდათ. ის ნანახით აღფრთოვანებული დარჩა.

აი, რა უთხრა მუსიე
დესუმერმა "დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდს:

"საქართველოში სიურპრიზი დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ თბილისის "დინამოს" ბაზა, რომელიც უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. მსგავს საწვრთნელ ცენტრსა და პირობებზე ძალიან ბევრი ფრანგული კლუბი იოცნებებდა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოედნების ხარისხი. აქ ყველა დეტალია გათვლილი, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები განავითარონ. ეს არის მოტივაცია მათთვის, რათა კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ.

ვფიქრობ, ამ აკადემიის დაფუძნებით კლუბის ხელმძღვანელობამ მომავლისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში "დინამო" ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იქნება და არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფია დიდ საქმეს აკეთებს. იმედია ბოლო ბოლო წარმატებებიც მოვა და შემოსავალიც.
ჰო მართლა, იმედია მუქთად არ შეუშვეს სავარჯიშოდ ფრანგები. ამას პატივისცემაში მაინც არ ჩაგვითვლიან. რაც გერგება უნდა მიიღო.
ramo
15:25 11-09-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული