შოთა არველაძემ "ქასიმფაშა" თასის მე-3 რაუნდში გაიყვანა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს თურქეთის თასის მერვედფინალური მატჩი გაიმართა: შოთა არველაძის "ქასიმფაშა" კარაგიუმრიუკის "ფათიჰს" ეწვია და 3:2 იმარჯვა.

არადა, თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ადემ ბუიუქისა და ურუგვაელი ტაბარე ვიუდესის გოლებით "ქასიმფაშამ" პირველივე ტაიმში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ქართველი მწვრთნელის გუნდს გამარჯვება სირიელმა ლეგიონერმა სანჰარიბ მალკიმ მოუტანა.

თურქეთის თასი ხუთი რაუნდისგან შედგება, რომლის შემდეგაც იწყება ჯგუფური ეტაპი.

ასევე იხილეთ:
შოთა არველაძემ "აზ ალკმაარს" მწვრთნელობაზე თავაზიანი უარი უთხრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული