პელე მზადაა, საქართველოში ჩამოვიდეს

AutoSharing Option
"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი, პელეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, საქართველოში უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ურუგვაის, არგენტინის, ბრაზილიის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ და ის მსოფლიო ფეხბურთის 150 წლის და ქართული ფეხბურთის 110 წლისთავს მიეძღვნება.

მისივე განმარტებით, ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით, მზადყოფნა გამოთქვა სამივე ქვეყანამ, თუმცა ქართული მხარისგან ჯერჯერობით პასუხი მიღებული არ არის.

"ამ ტურნირის ფარგლებში, ჩვენ გვსურს, საქართველოში ჩამოვიყვანოთ ფეხბურთის მეფე პელე, რომლის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი
იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ტურნირს, მისი ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების ჩამოსვლასაც.

მთავრობის კანცელარიას მივმართეთ თხოვნით, რათა ამ ტურნირის ჩატარებაში დაგვხმარებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით მათგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვფიქრობთ, რომ ინფორმაცია პრემიერის ყურამდე არ მისულა, თორემ ასეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერაზე უარს არ იტყოდა",
- აღნიშნა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა პედრო კაბრალ დე სილვა ჯუნიორსიც, რომელიც არის არგენტინული მხარის წარმომადგენელი.

მისი თქმით, პელეს მხრიდან, მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, გამოთქმულია მზადყოფნა, რომ იგი ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა ამისთვის სჭირდებათ თანადგომა.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კაცი არ გვეშვება. არ იცის, ფული რაში გააკეთოს და ხან რას მოდება და ხან რას.
მიშა
08:26 08-10-2013
0
ამან ხო წაიღო ერთი ადგილის ტვინი. თუ უნდა ჩატარება ტურნირის, ჩაატაროს თვითონ. თუ მთავრობამ ჩაატარა, ეგ ვის რაში ჭირდება, ბარემ ფედერაციას ან სპორტკომიტეტს დაავალებს.
ramo
14:12 07-10-2013
0

სიახლეები პოპულარული