თავის მხრივ, ჩერველატიმ შარშან იტალიაში "საბურთალოს" გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძეს უმასპინძლა, "ბოლონიისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლები გააცნო და იმდენად კარგი შეხვედრები მოუწყო, ქართულმა მხარემ მას იტალიაში "საბურთალოს" წარმომადგენლობა შესთავაზა.
თანამშრომლობა დაიწყო და იტალიელმა თავისი კავშირები ქართველების სასარგებლოდ აამუშავა.
სწორედ მისი დამსახურებაა, "საბურთალოს" 1996 წელს დაბადებულთა გუნდი ვიარეჯოს ტრადიციულ, პრესტიჟულ ტურნირზე
იქ სასელექციოდ ევროპული გრანდები ჩადიან და, ცხადია, ასეთ კომპანიაში "საბურთალოს" მოხვედრა დიდი პატივია.
ამის შესახებ ჩერველატიმ ერთ-ერთ იტალიურ რეგიონულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა:
"გაზაფხულზე საქართველოში საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მიწვევით ვიმყოფებოდი.
იმ დროს, როცა ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში გასვლა უჭირთ, "საბურთალოს" სამი წარმომადგენელი ძლიერ ევროპულ ლიგაში გადავიდა: ჭანტურია და ყაზაიშვილი - ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბ "ვიტესში", ხოლო არაბული - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ალკორონში".
ამ ქვეყნის ნაკრებები ზედიზედ ორჯერ ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატზე გავიდნენ. ორი ფეხბურთელი - კაკაბაძე და ენდელაძე ამ ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. წლეულს, ამსტერდამის "აიაქსში" 17 წლის ქართველი ზარანდია მიიწვიეს.
საქართველოში ბევრი მსგავსი ფაქტი შევიტყვე და დავინტერესდი. მიკვირს, აქამდე რატომ ვერავინ შენიშნა მათი ეროვნული ნაკრების მეკარე ლორია, რომელიც ბევრ ცნობილ ევროპელ მეკარეზე ნაკლები დონის არ გახლავთ.
დავინახე, რომ საქართველოში ბავშვებთან საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ევროპასთან ხიდი აკლიათ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ იტალიელმა სელექციონერებმა კავკასიის ამ ქვეყნისკენაც უნდა გაიხედონ. მაშინ თბილისში დაუგეგმავად ჩავედი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა და "საბურთალოსთან" პარტნიორობაზე შევთანხმდით.
სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ბავშვი ჰყავთ. ამიტომაც ვურჩიე ვიარეჯოს ტურნირის ორგანიზატორებს, მიეწვიათ "საბურთალო". ისინი ბევრ საინტერესო მოთამაშეს აღმოაჩენენ".
"საერთოდ, ტურნირი 1995-96 წლებში დაბადებულებს შორის ტარდება, ჩვენ კი 1996-97- წლიანებით წავალთ", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიელი მენეჯერი საქართველოშია - ვინ მოეწონა რიკარდო ჩერველატის