100 000-იანი ფსონი! - მამამ 5 წლის ვაჟის საქართველოს ნაკრებში თამაშზე დადო!

AutoSharing Option
ახლახან უელსის ნაკრებში დებიუტი 16 წლის ჰარი უილსონს ჰქონდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ამით მისმა პაპამ პიტ ედვარდსმა საბუკმეკერო კანტორა "უილიამ ჰილში" 125 ათასი ფუნტი მოიგო.

თურმე, ედვარდსმა 2000 წელს, როდესაც მისი შვილიშვილი ჯერ სულ რაღაც ორი წლის იყო, ცნობილ კანტორაში გააკეთა ფსონი - "ერთ დღეს ჩემი შვილიშვილი ჰარი უელსის საფეხბურთო ნაკრებში ითამაშებს".

და აი, მაგალითი საქართველოშიც გადაიღეს - 23 ოქტომბერს 5 წლის საბა ჭრელაშვილის მამამ მსგავსი ინიციატივით ტოტალიზატორ "ევროპა-ბეთს" მიმართა და განათავსა ფსონი 100 ლარის ოდენობით, რომ 2028 წელს
მისი შვილი ითამაშებს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

იმ შემთხვევაში, თუ საბას ოჯახის ვარაუდი გამართლდა, მას გადაეცემა 100 000 ლარი მოგების სახით.

ასევე იხილეთ:
როგორ დადო ბაბუამ 2 წლის შვილიშვილზე 50 ფუნტი და 125 ათასი მოიგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა გაზარდოს და გაუმარჯოს :)
zviadi
08:34 24-10-2013
0
კაი იდეაა.. გაუმაზე მწვრთნელს რომ ათამაშოს შენი შვილი 50 000 და ფსონიც შენია;))) (მე შენ გეტყვი უცხო პრაქტიკაა ქართულ ფეხბურთში;)) ყოჩაღ.. წარმატებები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული