სამი ძალიან მაგარი პროექტი საქართველოსთვის! - უეფა ჩვენს პასუხს ელის

AutoSharing Option
უეფაში მორიგ სამუშაო შეხვედრებსა და კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე.

პრეზიდენტი და გენერალური მდივანი თბილისში ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ.

ზვიად სიჭინავა:

"ეს იყო სოციალური ვალდებულებებისა და Fair Play-ს კომიტეტის მორიგი სხდომა და ამის გარდა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები უეფას მაღალ ეშელონებში.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც მე ფედერაციაში ვმუშაობ, ეს იყო ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი და შეხვედრები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საქართველოში სამი ძალიან მაგარი
პროექტის განხორციელების დიდი შანსი.

ეს თემა უკვე დაიძრა და როგორც გითხარით, ძალიან სერიოზული პროექტებია.

ამ ყველაფერს უახლოეს დღეებში ჩვენ გავივლით სპორტის სამინისტროსთან და ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა.

მოკლედ, ეს ყველაფერი დაეფუძნება სამკუთხედის პრინციპს - უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო. როცა ჩვენ აქ ამ ყველაფერს გავივლით, მერე კვლავ გვექნება უეფაში შეხვედრები, რომ ვუთხრათ, მზადაა თუ არა ჩვენი ქვეყანა, განახორციელოს ასეთი გრანდიოზული პროექტები.

ახლა მეტის თქმა არ მინდა და არც შემიძლია. როცა გვეცოდინება, რომ ყველანაირად მზად ვართ და სახელმწიფოსა და უეფასგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაშინ ყველაფერზე ღიად ვისაუბრებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაუმტკიცა ევროპის საფეხბურთო ოჯახს და უეფას, რომ დიდი გამოწვევებისთვის მზად ვართ.

ჩვენი ფედერაციისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა".


სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა, ბავშვთა ფეხბურთი უფასო უნდა გახდეს და ნაკრების მწვრთნელებს ანაზღაურება მხოლოდ შედეგის მიხედვით უნდა ჰქონდეთ!
guja_kakhadze
13:47 01-11-2013
0
სავარაუდოდ: 1) ლიგის ფინალი ; 2) 19 წლამდელების ფინალური ეტაპი ; 3)გვაგიჟებს უეჭველი !.........

გუჯას მიაქციეთ ყურადღება თქვე კეთილმოწყობილებო ვინმემ !!!!!!!!!!
beso65
10:12 01-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული