ზაზა ჯანაშია: ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დამიგდო მაგიდაზე...

AutoSharing Option
დრო იყო, ზაზა ჯანაშია ნაკრების შეკრებაზე მოსკოვიდან თბილისში... ავტომანქანით ჩამოდიოდა! ახლაც ჩამოვიდა, ოღონდ - თვითმფრინავით და ოჯახთან ერთად.

ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი თბილისში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, რათა სამშობლოში იცხოვროს, შვილები ქართულად აღზარდოს და თუ შესთავაზებენ, ქართულ კლუბში იმუშაოს.

1990-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო ამბები გაიხსენა...

- ბევრისგან გამიგონია, ნიჭი რომ არ გაეფლანგა, გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშებდაო... ეთანხმებით ამ აზრს?
- არა. მიმაჩნია, რომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მეტს ვერ შევძლებდი... მოწინააღმდეგის
მოტყუება მეც შემეძლო, მაგრამ რა აზრი აქვს, მთელი გუნდი მოატყუო და მერე ვერაფერი გააკეთო?! ფეხბურთიდან იმ დროს წავედი, როცა ყველას ვუყვარდი, ყველა პატივს მცემდა. ჩემთვის არც საქართველოში შეუგინებია ვინმეს და არც - რუსეთში...

- საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 9 მატჩი რომ ითამაშეთ, ვისი ბრალია?
- ეს მწვრთნელებს უნდა ჰკითხოთ. საქართველოში ყველამ იცის, რატომ ვითამაშე ასე ცოტა ნაკრებში. არადა, ექვსჯერ გამომიძახეს და ოთხი ბურთი გავიტანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?!

ერთ-ერთ მატჩზე რომ გამომიძახეს, "ლოკომოტივის" თავკაცმა იური სიომინმა უთხრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს - ოთხი დღის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკთან" რუსეთის თასის ფინალი გვაქვს სათამაშო, ზაზას მეტი თავდამსხმელი არ მყავს და თუ არ უნდა ათამაშოთ, ვერ გამოვუშვებო. როგორ არა, აუცილებლად ითამაშებსო და... თბილისში რომ ჩამოვედი, თამაშის წინა დღეს მოულოდნელად გადაიფიქრეს...

ასეთია ქართული მენტალიტეტი და ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იკარგება. სპორტში ბიძაშვილ-მამიდაშვილობა და მეგობრობა არ უნდა იყოს...

- "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს შორის მობილური ტელეფონი პირველს თქვენ გქონდათ. კიდევ რითი გამოირჩეოდა 1990-იანი წლების ბოლოს ზაზა ჯანაშია თანაგუნდელებისგან?
- ქართველებს ფუფუნება გვიყვარს, რუსებს კი ასეთი რაღაცები დიდად არც აინტერესებდათ. კარგად მახსოვს, ის ტელეფონი 1 000 დოლარზე მეტი ღირდა. თანაც, იმხელა იყო, თავში რომ ჩაგერტყა ვინმესთვის, ვეღარც წამოდგებოდა (იცინის).

კიდევ რითი გამოვირჩეოდი? ავტომანქანაც ყოველთვის თანაგუნდელებზე უკეთესი მყავდა... "ლოკომოტივში" რომ ჩავედი, "ვაზ 2107" მომცეს, თუმცა უკვე ერთი თვის შემდეგ გერმანიიდან BMW ჩამოვაყვანინე და იმით დავდიოდი...

- საჩუქრად "მერსედესი" მართლა მიიღეთ?
- რა მარკაც არსებობს, მგონი, ყველა მქონია... "მაკაბისთან" მატჩის წინ მეგობარი შემპირდა - გოლს თუ გაიტან და მოიგებთ, საჩუქარი ჩემზეაო. ერთი კი არა, იმ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე და ნამატჩევს, რესტორანში "მერსედესის" გასაღები დააგდო მაგიდაზე...

მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, თუმცა ყველა მცნობდა და ამის გამო არასდროს დავუჯარიმებივარ. მხოლოდ ავტოგრაფისთვის მაჩერებდნენ.

- ათი წელიწადია, საქართველოში არ ყოფილხართ...
- დიახ, 2003 წლის შემდეგ... ოჯახს მარტო ხომ ვერ დავტოვებდი? როცა მოვახერხე, წამოვედი კიდეც.

მინდა, ჩემი შვილები ქართულად გაიზარდონ. მოსკოვში დარჩენა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ბიჭი რუსეთში ისე ვერ გაიზრდება, როგორც სამშობლოში, ქართული მენტალიტეტი არ ექნება!

მინდა, ჩემი შვილები სამშობლოში გაიზარდონ და იცოდნენ, რა არის საქართველო!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
"შენი ქვეყანა სულ სხვაა!" - რას აპირებს საქართველოში დაბრუნებული ზაზა ჯანაშია
მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგით რა. ძალიან კარგად მახსოვს ჯანაშიას თამაში. საშუალო დონის ფეხბურტელი იყო. იმ თაობაში საქარტველოს ნაკრებში რეზერვის დონე ქონდა. დისციპლინაც არ უვარგოდა. მოკლედ ის 9 თამაშიც ზედმეტია. აი, მოსკოვის "ლოკომოტივისთვის" კი ზედგამოჭრილი იყო. მათ დრიბლინგის შემსრულებელი საერთოდ არავინ ყავდათ.
გიო
21 აპრილი 2017 00:11
0
საამაყო ქართველი კაცი ხარ!
თეკო
20 აპრილი 2017 23:24
0
ერთია კიდევ რა სწორად გამიგეთ გაჭირებული კაცი რო უცბათ დიდ სიმაგლეებზე გაიჩითება და ცხოვრებას გემოს გაუგებს უკვე სხვა ადამიანად იქცევა... ასეა რამდენი ფეხბურთელია უდიდეს ტალანტს რომ ფლობს და წყალში გადაყრის ყველაფერს პატარა წარმატების მერე: ))
Akoo: )))
10 ნოემბერი 2013 13:35
0
fanebi – ბიჭი ასეთი ფეხბურთელი გყავდეს ეხლა ნაკრებში 9 მალაყი გააკეთე შენც, მაგრამ ვაი რომ არ გყავს და რასაც ვუყურებ არც გეყოლება კაი ხანს . . .
giorgi
08 ნოემბერი 2013 15:57
0
გარანტირებულ ადგილს ითხოვდა ეროვნულში ძირითადში... ჯანაშიას კი არა ფენომენ რონალდოს არ ჰქონდა ბრაზილიაში ძირითადში ადგილი გარანტირებული ტრენერი რომ იძახებდა. ესეთი მოთხოვნები საიდან აქვთ ამ ქართველ ტალანტებს? რომლის ტალანტიც ლოკომოტივისგვარ გუნდში მისვლით და ახალი მანქანის ყიდვის მერე ღვინოში და სიგარეტში იხრჩობა :)
mr
08 ნოემბერი 2013 15:45
0
დათო ყიფიანმა ფორმა ვერ აღიდგინა და მიტო წავიდა და არა მსოფლიოს გამო დინამო ნაკრებზე მეტი იყო მისთვის ეს ისე რო იცოდეთ ყიფომ თვითონ თქვა ერთ ერთი ინტერვიუს დროს რო ის ყიფიანი ვეღარ ვიქნებიოდი რაც ხალხს ვახსოვდი მოედანზეო.მძიმე ტრამვა მიიღო და თან ასაკიც 30 ათს ზევით იყო ეს მსოფლიოს მერე მოხდა რო წავიდა. ისე ბესკოვს რაუთხარი კასტილებიანი ბურიაკი იახლეს და ამას არც დაუძახეს იმ პერიოდში ყიფო ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემებმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელა.აცხონოს ღმერთმა.
qutaiseli
07 ნოემბერი 2013 15:49
0
ფანები გაიხარე. ჩემი სათქმელი რომ თქვი. ასპროცენტიანი ხარ.
mec fani
06 ნოემბერი 2013 13:44
0
როცა ფეხბურთელს არ გაქვს ამბიცია-მოიგო მსოფლიო,ევროპა,ჩემპიონთა ლიგა,ითამაშო წამყვან ევროპულ კლუბში და ,,გიხარია,,მოსკოვის ,,ლოკომოტივში,,მოღვაწეობით შემოფარგვლა,იქ არავითარი ტალანტი არ გიშველის!უკვე პრობლემა მენტალიტეტში,ინტელექტში...მოკლედ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე საერთოდ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში.ასათიანიც ,,ლოკომოტივს,,ვერ ან არ გასცდა.
ცხონებული დათო ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა,როცა ბესკოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.სპორტული ინტერესი!!!და არა ფულადი,ბარიგული დამოკიდებულება ფეხბურთთან
akhali
06 ნოემბერი 2013 12:52
0
დათო ყიფინი წავიდა ფეხბურთიდან ,როცა მუნდოალზე არ წაიყვანეს,მანამდე მოიგო სსრკ თასი,ჩემპიონატი,თასების თასი და მისი სპორტული ინტერესი იყო მსოფლიოზე თამაში!ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი ეშველებათ სანამ ფეხბურთისადმი მხოლოს ,,ბარიგული,, ფულადი ინტერესი ექნებათთ,და ამ ფულად ინტერესშიც ,სანამ დაკმაყოფილდებიან პორშ-კაიენებს....სპორტული ტიტულებისთვის უნდა იბრძოლო!!!
akhali
06 ნოემბერი 2013 12:45
0
fanebi , "ფანატ' კარგად მოისმინე ჩემი ნათქვამი ... უპირველესყოვილსა , სულ ნული რომ ყოფილიყო ფეხბურთში , გინების უფლება არ გაქვს !!!!!!!!! მეორეც , ამის ნახევარი თავდამსხმელი რომ გვყავდეს , დღეს ნაკრებში კარგი იქნებოდა ... და კიდევ , არ გვინდა ეს , დაზეპირებული ფრაზები ! (ბოლოს რაც დაწერე , მაგაზე მაქვს საუბარი) !!!!! გამოხტებიან ხოლმე და , საუბრობენ იმ ხალხზე , ვინც ქართველ ხალხს სიხარული აჩუქა ! ნეტა , ვინ ხარ და რა გაგიკეთებია შენ ! :))

"ასეთი მენტალიტეტით ვერაფერს გააწყობდა" ფაქტია გააწყო , და ითამაშა ... 19 წლის ფეხბურთელზე კი არ ლაპარაკობ , უკვე კარიერა დამთავრებულ კაცზე საუბრობ , რას გააწყობდა და რას არა , შეგიძლია მისი განვლილი კარიერიდან გაიგო !!!
SHUKOVANI
05 ნოემბერი 2013 17:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული