"ევროპაბეთი" "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია!

AutoSharing Option
6 ნოემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, სამოყვარულო მინი-ფეხბურთში ტურნირის - "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ორგანიზატორის, სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს და აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთის" წარმომადგენლების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, "ევროპაბეთი" "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" 2013-14 წწ. სეზონის პარტნიორი გახდა.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, აზარტული თამაშების ლიდერი კომპანია საკუთარ მომხმარებელს "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" თამაშებზე ფსონების დადებას შესთავაზებს.

ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ე.წ. სამართლიანი თამაშის მემორანდუმი, რომელსაც ხელი, მხარეების გარდა, ლიგის მონაწილე თვრამეტივე გუნდის წარმომადგენლებმაც
მოაწერეს.

Sportall.Ge

ამონარიდი ე.წ. სამართლიანი თამაშის მემორანდუმიდან
იმის გათვალისწინებით, რომ:
მხარეები აცნობიერებენ იმ უდიდეს საფრთხეს, რომელსაც ზოგადად, სპორტისათვის წარმოადგენს შედეგებით მანიპულირება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

მხარეები აცხადებენ, რომ:
ისინი გმობენ ნებისმიერი ფორმით შედეგზე ზეგავლენის მოხდენას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

ყველა ღონეს იხმარენ, რათა ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის ინციდენტს, ე.წ. ჩაწყობილი მატჩების სახით.

მაქსიმალურად გაუზიარებენ ერთმანეთს ინფორმაციას შესაძლო ან საეჭვო ფაქტების შესახებ, მომავალში მათი თავიდან აცილების მიზნით.

ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არ შევლენ ერთმანეთთან რაიმე სახის გარიგებაში, რომელიც გავლენას იქონიებს მატჩ(ებ)ის შედეგ(ებ)ზე.

ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში, მოხსნილი იქნება გათამაშებიდან და საქმეს შემდგომი რეაგირებისათვის მსვლელობა მიეცემა შესაბამის ორგანოებში.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული