აჭარაში ფეხბურთის ბუმია, ბათუმის "დინამო" კი ანგისაში ივარჯიშებს

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ბათუმში ამჟამად ნორმალური სავარჯიშო მოედანიც აღარ არის - სტადიონზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: 2006 წელს ბულვარის გაფართოებას ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქართული სტადიონი შეეწირა და ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში არათუ საშინაო შეხვედრების მასპინძლობას, ვარჯიშების ჩატარებასაც ვერ ახერხებს.

თუმცა პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების იმედი მაინც არის. ეს ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა გვითხრა:

"მერიამ უკვე გამოგვიყო თანხა, რომ ანგისაში, ბათუმის "დინამოს" კუთვნილ ტერიტორიაზე, სავარჯიშო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოვაწყოთ. ამით ჩვენ დიდ შვებას ვიგრძნობთ.

წარმოიდგინეთ, ყოველდღე ქობულეთში სავარჯიშოდ ჩასვლა და ავტობუსის დაქირავება გვჭირდება, რაშიც
დღეში 200 ლარს მაინც ვიხდით. წელიწადში ეს საკმაოდ სოლიდურ ციფრს აღწევს. არადა, ამ თანხით ძალიან კარგი მოთამაშის ჩამოყვანას მოვახერხებდით.

გარდა ამისა, ელემენტარულად, ფეხბურთელები სულ გზაში არიან და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია, მათ კომფორტული და მშვიდი გარემო აკლიათ...

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ამ მოედნის მოწყობის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ბავშვის მოზიდვას მოვახერხებთ. თუ ადრე საფეხბურთო სკოლაში 80 ბავშვი ვარჯიშობდა, გუნდში ჩვენი მისვლისთანავე გამოვაცხადეთ, რომ გადასახადებს არ გადაიხდიდნენ და ამ სამ თვეში ბავშვების რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ბათუმში საფეხბურთო ბუმია. მოკლედ, ახლა აჭარის ფეხბურთში კარგი პროცესები დაიწყო და მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენი წამოწყებული საქმე კარგ შედეგებსაც მოგვიტანს", - ამბობს ფედიჩკინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუნებრივი საფარი რომ გააკეთოთ, რა მოხდება? რა პრობლემაა მაგ საფარის მოვლა? ყველაფერში ეკონომია რომ გინდათ გააკეთოთ, ვერ ხედავთ, რომ ვერ იზრდებიან ამ ხელოვნურსაფარიანზე კარგი ფეხბურთელები? ან ეგ ბავშვები არ გეცოდებათ?
ზურა
11:37 12-11-2013
0
მართლაც რა არის ამ ხელოვნურების ბუმი საქართველოს კლიმატის პირობებში?ან აქვე არ წერს უჰრინი აზრს ამ ხელოვნურებზე?
akhali
11:55 12-11-2013
0

სიახლეები პოპულარული