უცნობი ქართველი ფეხბურთელები: კახეთიდან "ქუინზ პარკ რეინჯერსამდე"

AutoSharing Option
ბოლო 20 წელიწადია, ქვეყანაში დატრიალებულმა მოვლენებმა გამოიწვია ის, რომ ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში გადაიხვეწა და ახლა, ლამის ყოველდღე, უცნობ ჩვენებურს რომელ ქვეყანაში არ აღმოვაჩენთ ხოლმე...

ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი 19 წლის რამაზ დარბაისელია. მეგობარმა ინტერნეტში აღმოაჩინა ქართველი ფეხბურთელის გვერდი, სადაც ეს ახალგაზრდა ინგლისის ჩემპიონშიპის ცნობილი კლუბის, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფორმით თამაშობდა.

ინგლისში ქართველი ფეხბურთელის წასვლა მოვლენაა და ცხადია, დარბაისელით დავინტერესდით.

"დიახ, "ქუინზ პარკის" აკადემიაში ვთამაშობ, მაგრამ ჯერ ჩემი საკითხი გადასაწყვეტია. საქმე ისაა, რომ მშობლები ინგლისში იყვნენ და და უკვე წელიწად-ნახევარია, რაც
მეც ჩამოვედი.

თავიდან ნახევრად პროფესიულ, "სემიპროს" ყველაზე მაღალი ლიგის "ლონდონ ტაიგერსის" ძირითად გუნდში ვთამაშობდი. ამ ლიგაში გამარჯვებული პროფესიონალებში გადადის. არ ვტრაბახობ, შარშან კარგი სეზონი მქონდა და წლეულს "ქუინზ პარკ რეინჯერსის" აკადემიაში ამიყვანეს, სადაც 17-იდან 19 წლამდე ფეხბურთელები თამაშობენ.

19 წელი ფეხბურთელისთვის პატარა ასაკი არ არის. ცხადია, პროფესიულ კლუბში ჩარიცხვა მინდა და შანსიც მაქვს. "ქუინზ პარკთან" კი არანაირი ხელშეკრულება არ გამიფორმებია, რადგან ჩემი საბუთები ჰომოფისში გავაგზავნე, საკითხს განიხილავენ და ველოდები პასუხს, თამაშის უფლება რომ მივიღო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კონტრაქტის გაფორმება.

ქართული საბუთებით და მით უმეტეს, ვიზით, ბრიტანეთში არავის არავინ უნდა. რაღაც ვარიანტი მაქვს, მაგრამ საბუთების მოწესრიგებამდე ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

ისე კი, "ქუინზ პარკის" აკადემიიდან ძლიერ კლუბში მოხვედრა შედარებით ადვილია".


დარბაისელი საკუთარ კარიერაზე გვიყვება:

"19 წლის ვარ და შეტევის ყველა პოზიციაზე ვთამაშობ, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე, ასევე - ცენტრალურ თავდამსხმელად. საქართველოში, "ნორჩ დინამოში", ზორბეგ ებრალიძესთან ვვარჯიშობდი, შემდეგ - ზაზა დიდებაშვილთან.

ასაკობრივ ნაკრებებში მხოლოდ ერთხელ მიმიწვიეს. მაშინ მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი იყო და კახეთში შერჩევა რომ ჩაატარეს, 300 ბავშვიდან 5 შეგვარჩიეს.

საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, დასკვნითი ბოლო შერჩევა უნდა გაგვევლო, მაგრამ ამ შეკრებამდე ერთი კვირით ადრე ხელი მოვიტეხე.

მერე, მშობლები ევროპაში რომ წავიდნენ, "დინამოს" აკადემიაში ვთამაშობდი. 3 წელი კახეთში ვცხოვრობდი და თბილისში საგარეჯოდან დავდიოდი. მერე პრობლემები მქონდა და 1 წელი გავჩერდი. ინგლისში კი თამაში განვაახლე და იმედი მაქვს, ამ დონეზე არ გავჩერდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ შეიძლება დაინტერესდით ნიკა ფურცელაძეთი ეს ბიჭი 18 წლისაა და ჰამბურგის დუბლებსჰი თამაშობს უკვე.. რატომღაც არავინ ინტერესდება და როცა გაიცნობს ყველა მერე ეხვეწებიან საქართველოს ნაკრებში ითამაშეო და უკვირთ როარ თამაშობენ..
geginio
11:39 13-11-2013
0
როდის აქცევდნენ რომ ეხლა მიაქციონ ყურადღება,ფულები ფულებიიიიი
ilia
14:26 13-11-2013
0

სიახლეები პოპულარული