მოულოდნელობების ტური ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში

AutoSharing Option
24 ნოემბერს სპორტკომპლექს "არენაში" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ოქროს ლიგამ" მეოთხე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა. პირველები პარკეტზე "პსპ"-სა და "საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდები გავიდნენ.

მატჩამდე უპირობო ფავორიტად "ფარმაცევტები" მიიჩნეოდნენ, ანგარიშიც მათ გახსნეს, თუმცა შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, სტუდენტები მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ და უფრო მეტიც, მოგებაც შეეძლოთ. საბოლოოდ კი, მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიში, ფრე 1:1 დაფიქსირდა.

ტურის მორიგი დაპირისპირება DHL-ისა და სატრანსპორტო კომპანიის გუნდებს შორის გაიმართა. განვლილი სამი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი ამ შეხვედრაშიც ცხადი იყო, თუმცა, როგორც მატჩამდე გახდა ცნობილი, DHL-ის
გუნდს სასტარტო ექვსეულის ერთბაშად 4 მოთამაშე აკლდა, რითაც მათმა მეტოქემ იდეალურად ისარგებლა და შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე "ფოსტალიონები" 6:1 გაანადგურა.

Sportall.Ge

ყველაზე საინტერესო სანახავი და უხვგოლიანი "ნატახტარისა" და "პროგრეს ბანკის" გუნდების დაპირისპირება გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ "ბანკირები" უკვე მესამე წუთზე დაწინაურდნენ, მოქმედმა ჩემპიონმა და ჩემპიონობის უმთავრესმა პრეტენდენტმა მალევე მოახერხა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და 6:3 დაამარცხა მეტოქე.

ტურის კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც "ალგოსა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდებს შორის უნდა გამართულიყო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიდო.

სატურნირო ცხრილს, სამიდან სამი მოგებით, კვლავინდებურად "ნატახტარი" ლიდერობს, 7 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება "პსპ". თუმცა ჩემპიონს თადარიგში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს. 6-6 ქულით, მესამე-მეოთხე პოზიციებს სატრანსპორტო კომპანიისა და "პროგრეს ბანკის" გუნდები იკავებენ.

არასრული ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ირაკლი გედენიძე (პროგრეს ბანკი), არჩილ ივეჩიანი (ს.უ), დათო დარჩია (ნატახტარი), მამუკა მენთესაშვილი (DHL), თემურ კვირკველია (PSP).

ბომბარდირთა დავას, ამ ტურში უთამაშებლობის მიუხედავად, 7 გატანილი გოლით კვლავინდებურად DHL-ის თავდამსხმელი გიორგი ბადალაშვილი ლიდერობს; 6 გოლია "პროგრეს ბანკის" შემტევის, ზურა ცერცვაძის ანგარიშზე.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. "ოქროს ლიგა". IV ტური. 24.11.2013
PSP - საქართველოს უნივერსიტეტი 1:1
გოლები: 15 წთ, კვირკველია (1:0), 36 წთ, ლაბაძე (1:1)

PSP: 1. შარაშიძე, 3. კვირკველია, 6. ყუფარაძე, 8. მეგრელიშვილი, 9. გურგენიძე, 21. კახობერაშვილი.
სათადარიგოები: 13. ჩიტორელიძე, 10. კაციტაძე, 7. მირგატია, 5. ქავთარაძე, 20. სარდანაშვილი, 99. კაკუბერი.

ს.უ: 16. ტატიშვილი, 4. ივეჩიანი, 6. ლაბაძე, 9. კორნეევი, 10. უხურგულაშვილი, 13. ჯანგავაძე.
სათადარიგოები: 3. მამუკაშვილი, 5. ჯორჯი, 8. სხირტლაძე, 11. ბიძინაშვილი, 15. კურბანოვი.

TTC  (სატრანსპორტო კომპანია) - DHL 6:1
გოლები: 12 წთ, დემურაშვილი (1:0), 14 წთ, გაგუა, (2:0), 16 წთ, გარსევანიშვილი (2:1), 34 წთ, კობახიძე (3:1), 35 წთ, ბერიშვილი (4:1), 38 წთ, ბერიშვილი (5:1), 39 წთ, ზაქაიძე (6:1)

TTC :1. სიბაშვილი, 2. ზაქაიძე, 4. ქართველიშვილი, 7. ღლონტი, 10. დარსაველიძე, 13. ოდიკაძე.
სათადარიგოები: 6. გაგუა, 9. ბერიშვილი, 11. თუქჩიშვილი, 12. კელენჯერიძე, 131. დემურაშვილი, 5. კობახიძე

DHL:1. ჟივოგლაზოვი, 2. გარსევანიშვილი, 7. კავთუაშვილი, 10. გიორგობიანი, 11. მ.მენთესაშვილი, 13. ბ.მენთესაშვილი
სათადარიგოები: 3. ჩხეტია

ნატახტარი - პროგრეს ბანკი 6:3
გოლები: 3 წთ, ხლაპუსტოვი (0:1), 10 წთ, სეფერთელაძე (1:1), 14 წთ, დარჩია (2:1), 14 წთ, ხამხაძე (3:1), 19 წთ, ჩხაიძე (3:2), 30 წთ, მიდელაური (4:2), 34 წთ, მიქაძე (4:3), 38 წთ, დარჩია (5:3), 40 წთ, ყაზარაშვილი (6:3)

ნატახტარი: 1. გონგაძე, 2. მაყაშვილი, 6. დარჩია, 8. გოგოხია, 10. სეფერთელაძე, 33. თოფურია
სათადარიგოები: 41. სიხარულიძე, 4. კაპანაძე, 5. ქუცურუა, 11. მიდელაური, 13. ხამხაძე, 14. მშვიდობაძე.

პროგრეს ბანკი: 12. ასანიძე, 3. ანდრე, 7. ხლაპუსტოვი, 8. ჩიხრაძე, 10. ჩხაიძე, 22. მიქაძე
სათადარიგოები: 1. გედენიძე, 2. ფანჩულიძე, 5. ჩხაიძე, 11. ქავთარაძე.

Sportall.Ge


* * *
"ოქროს ლიგის" ტურის პარალელურად, "ვერცხლის ლიგის" ორი გადადებული შეხვედრაც გაიმართა. "ნატახტარის" მეორე გუნდმა 11:1 გაანადგურა "ქართუ ბანკი".

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა "ნატახტარის" მოთამაშე-მწვრთნელმა, მიხეილ წეველიძემ.

მეორე შეხვედრაში "ლილო-1"-მა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" მეორე გუნდს.

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. "ვერცხლის ლიგა" (გადადებული შეხვედრები). 24.11.2013

ნატახტარი-2 - ქართუ ბანკი 11:1
გოლები: 7 წთ, წეველიძე (1:0), 11 წთ, წეველიძე (2:0), 12 წთ, წეველიძე (3:0), 15 წთ, კაპანაძე (4:0), 17 წთ, წეველიძე (5:0), 18 წთ, წეველიძე (6:0), 20 წთ, წეველიძე (7:0), 22 წთ, წეველიძე (8:0), 23 წთ, აფაქიძე (9:0), 34 წთ, წეველიძე (10:0), 35 წთ, აფაქიძე (11:0), 40 წთ, მერაბიშვილი (11:1)

ნატახტარი-2 : 41. სიხარულიძე, 4. კაპანაძე, 26. წეველიძე, 9. ღარიბაშვილი, 14. მშვიდობაძე, 13. ხამხაძე
სათადარიგოები: 1. გონგაძე, 7. შერმადინი, 10. სეფერთელაძე, 17. ჩიტიშვილი, 77. აფაქიძე

ქართუ ბანკი: 1. ნიკოლაიშვილი, 3. შონია, 7. მგელაძე, 9. აფციაური, 12. ძაგნიძე.
სათადარიგოები: 14. გალუაშვილი, 15. მერაბიშვილი

ლილო-1 - ერისთავი-2 5:0
გოლები: 2 წთ, ბეტეევი (1:0), 16 წთ, ბეტეევი (2:0), 34 წთ, ბასილაშვილი (3:0), 35 წთ, ბასილაშვილი (4:0), 36 წთ, კირკიტაძე (5:0)

ლილო-1: 22. ალასანია, 3. ჭაფანძე, 4. კვინიკაძე, 5. კირკიტაძე, 10. ბეტეევი, 13. ბასილაშვილი
სათადარიგოები: 1. ტიტოვი, 6. ლეჟავა, 7. ჯეირანაშვილი, 8. კოდიაშვილი, 9. მახარაშვილი, 11. თინიკაშვილი

ერისთავი-2: 22. ჯავახიშვილი, 2. მგელაძე, 4. ნეფარიძე, 6. ტაბატაძე, 7. მდივანი, 11. კუჭავა.
სათადარიგოები: 8. გიგაური, 10. წიკლაური, 19. ბერიძე

Sportall.Ge

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული