რამდენიმე დღის წინ ამის შესახებ ჩეხური პრესა ვარაუდებს თუ გამოთქვამდა, ახლა უკვე ლამის ამტკიცებს 46 წლის სპეციალისტის "პლზენში" გადასვლას.
"სპორტ ბლესკის" 27 ნოემბრის მთავარი თემა დუშან უჰრინი იყო. გაზეთთან საუბარში "დინამოს" სპეციალისტმა თქვა:
"მე მსურს ჩეხეთის ჩემპიონატის მოგება და რატომ არ უნდა გავაკეთო ეს "პლზენთან" ერთად?"
მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლის სურვილს "დინამოს" თავკაცი საჯაროდ ადასტურებს.
"პლზენის" თავკაცი პაველ ვრბა ჩეხეთის
"სპორტ ბლესკის" ინფორმაციით, დღეისათვის "დუშან უჰრინი ნომერ პირველი კანდიდატია და არა ზდენეკ ზემანი, თუმცა თავად თბილისის "დინამოს" თავკაცი დიპლომატიურ ტონს ინარჩუნებს. ვრბას ყველაზე რეალური შემცვლელი კი სწორედ უჰრინი-უმცროსია.
"არა, მერწმუნეთ "პლზენის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ, როცა შემოთავაზება მექნება, მე ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ. "ვიქტორია", ჩეხური მასშტაბით, დიდი კლუბია", - განუცხადა გამოცემას უჰრინმა.
მწვრთნელს სურს გამბრინუსლიგის მოგება და ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს:
"პლზენი" ძალიან ამბიციური კლუბია, ის ლიგის მოგების კანდიდატია. ჩემი ოცნებაც ჩეხეთის ჩემპიონატის მოგებაა და რატომ არ უნდა გავაკეთო ეს "პლზენთან" ერთად?"
შეგახსენებთ, რომ უჰრინი-უმცროსმა თბილისის "დინამოს" 2012/13 წლების სეზონი მოაგებინა. მანამდე მას ჩეხურ, კვიპროსულ და რუმინულ კლუბებში აქვს ნამუშევარი. "დინამოსთან" კონტრაქტი კი ჩეხს სეზონის ბოლოს უსრულდება.
პლზენის "ვიქტორიას" ღირსებას 2008/09 წლების სეზონში დიმიტრი ტატანაშვილი იცავდა, რომელიც ახლა საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობს.
ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: მე "პლზენის" მწვრთნელად? ეს დიდი გამოწვევაა!