"ჩემი ოცნება ჩეხეთის ჩემპიონატის მოგებაა", - დუშან უჰრინი "პლზენში" მიდის?

AutoSharing Option
მოვლენები ისე ვითარდება, რომ დიდი შანსია, თბილისის "დინამოს" თავკაცმა დუშან უჰრინმა მალე დატოვოს საქართველო და კარიერა სამშობლოში გააგრძელოს.

რამდენიმე დღის წინ ამის შესახებ ჩეხური პრესა ვარაუდებს თუ გამოთქვამდა, ახლა უკვე ლამის ამტკიცებს 46 წლის სპეციალისტის "პლზენში" გადასვლას.

"სპორტ ბლესკის" 27 ნოემბრის მთავარი თემა დუშან უჰრინი იყო. გაზეთთან საუბარში "დინამოს" სპეციალისტმა თქვა:

"მე მსურს ჩეხეთის ჩემპიონატის მოგება და რატომ არ უნდა გავაკეთო ეს "პლზენთან" ერთად?"


მოკლედ, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლის სურვილს "დინამოს" თავკაცი საჯაროდ ადასტურებს.

"პლზენის" თავკაცი პაველ ვრბა ჩეხეთის
ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ის ჯერ ჩნდება კლუბში, მაგრამ მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება და "ვიქტორიას" ხელმძღვანელობა ვრბას შემცვლელს ეძებს.

"სპორტ ბლესკის" ინფორმაციით, დღეისათვის "დუშან უჰრინი ნომერ პირველი კანდიდატია და არა ზდენეკ ზემანი, თუმცა თავად თბილისის "დინამოს" თავკაცი დიპლომატიურ ტონს ინარჩუნებს. ვრბას ყველაზე რეალური შემცვლელი კი სწორედ უჰრინი-უმცროსია.

"არა, მერწმუნეთ "პლზენის" ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ, როცა შემოთავაზება მექნება, მე ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ. "ვიქტორია", ჩეხური მასშტაბით, დიდი კლუბია", - განუცხადა გამოცემას უჰრინმა.

მწვრთნელს სურს გამბრინუსლიგის მოგება და ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს:

"პლზენი" ძალიან ამბიციური კლუბია, ის ლიგის მოგების კანდიდატია. ჩემი ოცნებაც ჩეხეთის ჩემპიონატის მოგებაა და რატომ არ უნდა გავაკეთო ეს "პლზენთან" ერთად?"


შეგახსენებთ, რომ უჰრინი-უმცროსმა თბილისის "დინამოს" 2012/13 წლების სეზონი მოაგებინა. მანამდე მას ჩეხურ, კვიპროსულ და რუმინულ კლუბებში აქვს ნამუშევარი. "დინამოსთან" კონტრაქტი კი ჩეხს სეზონის ბოლოს უსრულდება.

პლზენის "ვიქტორიას" ღირსებას 2008/09 წლების სეზონში დიმიტრი ტატანაშვილი იცავდა, რომელიც ახლა საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობს.

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: მე "პლზენის" მწვრთნელად? ეს დიდი გამოწვევაა!
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაუშვით ****.. აქ მხოლოდ ფულის საშოვნელად ყოფილა ჩამოსული
ასსა
07:13 28-11-2013
0
უჰრინისთვის გზებიც დამილოცნია, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი აზრით უცხოელის მოწვევას არ ჯობია დევდარიანი მოიწვიონ? ახალგაზრდა კაცია ამბიციურიც და მცოდნეც. რაც მთავარია შეყვარებულია თავის საქმეზე და თუ ბოლომდე ენდობიან და თავისუფლებასაც მისცემენ, და ამასთან ცოტა ფულსაც ახალწვეულებისთვის, ვფიქრობ შედეგს დადებს. აბა კტო ზა?
grisha
09:33 28-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული