გიორგი ონიანი: მითხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, მოედანზე აღარ უნდა გახვიდეო

AutoSharing Option
...10 აპრილს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", თასის მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" ხვდებოდა.

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ბურთისთვის ბრძოლისას ქუთაისელთა მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ბადეს შეეჯახა.

თამაშის გაგრძელებას ვინ ჩიოდა, გონწასული სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს და უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა.

საბედნიეროდ, ონიანს ზურგის ტვინი არ დაუზიანდა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მალე ფეხზეც წამოდგა. ამიტომ იმედი გვქონდა, რომ 30 წლის მცველი ფეხბურთს კიდევ ითამაშებდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - გიორგი იძულებულია, ბუცები
ლურსმანზე ჩამოკიდოს და სხვა საქმიანობაზე იფიქროს. ამის შესახებ მან გაზეთ "ლელოს" ინტერვიუში უთხრა.

"ახლა ისევ რეაბილიტაციას გავდივარ და ვისვენებ, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებ. გერმანიაში ოპერაცია რომ გავიკეთე, ექიმებმა პირდაპირ მითხრეს, თუ სიცოცხლე გინდა, მოედანზე გასვლას აღარ გირჩევთო. ახლა 2 კილოზე მეტის აწევა არ შეიძლება, არც სირბილის უფლება მოუციათ. ისეთი თავდადებული მოთამაშეც არ ვარ, ფეხბურთი ჯანმრთელობაზე წინ დავაყენო.

მოკლედ, კარიერა დავამთავრე და თქვენ უკვე ვეტერან ფეხბურთელს ელაპარაკებით.

სულ სამი ოპერაცია გავიკეთე - ორჯერ კისრის მალებზე და ერთხელაც ცხვირზე. ფეხბურთს რომ ვეღარ ვითამაშებდი, ეს ამბავი ბოლო ოპერაციის შემდეგ მითხრეს. გული მომიკვდა, მაგრამ რას ვიზამთ... ცხოვრება ამით არ მთავრდება...", - უთხრა გიორგიმ "ლელოს".

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ
"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიორგი, ღმერთმა დაგლოცოს და ჯანმრთველად გამყოფოს. არაფერია უფეხბურთოდაც ცხოვროს ხალხი. მთავარია ჯანმრთველობა. სულ გამარჯვებებს გისურვებ ახლა უკვე პირად ცხოვრებაში
gaiozi
19:29 28-11-2013
0
ჯანმრთელობას მიხედე,ფეხბურთის დედაც.არ ეხუმრო,ხერხემალი მაიმუნი რამეა.
datvi
16:04 28-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული