ზამთრის პირველი დღე "ვერცხლის ლიგაში"

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში" "ვერცხლის ლიგის" IV ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც, ტრადიციულად, სპორტკომპლექსი "არენა" უმასპინძლებს.






16:00 Georgian Manganese (ზესტაფონი) - ქართუ ბანკი

17:00 VTB ბანკი - საქართველოს ბანკი

18:00 სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - "ერისთავი-2"


რაც შეეხება კიდევ ორ დაპირისპირებას, რომელიც "ნატახტარის" მეორე გუნდსა და "ლილო-1"-ს და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას" და BP-ის შორის უნდა გამართულიყო, გადაიდო.

მიზეზი ნატახტარელებისა და ჭიათურელების "სამინისტროს თასზე" მონაწილეობაა. აღნიშნული გათამაშება ოზურგეთში იმართება და მასში
საქართველოს ყველა რეგიონის 14 გუნდი იღებს მონაწილეობას.

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ვერცხლის ლიგის" პარტნიორია "ვითიბი ბანკი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები: www.sportall.ge, www.worldsport.ge და Geosports.ge.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული