რუსთავი "სამინისტროს თასის" გათამაშების გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
28-30 ნოემბერს, ქ. ოზურგეთის სპორტის სასახლემ მინი-ფეხბურთში მოყვარულთა შორის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასის გათამაშებას უმასპინძლა, რომელიც სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით გაიმართა.

ტურნირზე საქართველოს ყველა რეგიონი თითო-თითო გუნდით იყო წარმოდგენილი (თბილისი, გორი - შიდა ქართლი, რუსთავი - ქვემო ქართლი, ახალციხე - სამცხე-ჯავახეთი, ლაგოდეხი - კახეთი, ზუგდიდი - სამეგრელო, წეროვანი - სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი, ჭიათურა - იმერეთი, ბათუმი - აჭარა, ონი - რაჭა, ნატახტარი - მცხეთა-მთიანეთი); მხოლოდ მასპინძლები, გურულები ასპარეზობდნენ ორი გუნდით (ლანჩხუთი და
ოზურგეთი).

14 გუნდი ორ 7-გუნდიან ჯგუფში, დასავლეთისა და აღმოსავლეთის პრინციპით იყო გადანაწილებული. წრიული სისტემის შემდეგ ჯგუფებში პირველ ადგილზე გასულები, რუსთავისა და ოზურგეთის გუნდები ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრამ ადგილობრივთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და გუნდებმაც სასახლეში მოსულ გულშემატკივართა მოლოდინიც სრულად გაამართლეს.

უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი კოტე ნაკაიძემ გამოიჩინა, თუმცა რუსთაველმა გურამ ქოჩიაშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა.

ნაკაიძემ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, რასაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის, ზურაბ ნეფარიძის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა.

ანგარიში არც დამატებული 5-წუთიანი ტაიმის დროს შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად 6-მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ჩემპიონის ვინაობა პირველივე გაცუდებულ პენალს უნდა გამოევლინა. სერია დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ქვემოქართლელებს უკეთესი ნერვები აღმოაჩნდათ და სერიაში 8-7 იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავური გუნდის მთავარი მწვრთნელი, არც მეტი, არც ნაკლები, ვარლამ კილასონია გახლდათ, რომელიც საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მწვრთნელადაც დასახელდა.

მესამე ადგილისათვის ერთმანეთს ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასული, ნატახტარისა და ბათუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

ჩემპიონი, მედლებთან და თასთან ერთად, 3000 ლარით დაჯილდოვდა. 2000 ლარი ხვდა წილად მეორე ადგილზე გასულ ოზურგეთის გუნდს. ბრინჯაოსპრიზიორებს კი 1000 ლარი გადაეცათ.

ფინალის წინ ქუთაისისა და ხაშურის გოგონათა გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქუთათურთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ფინალურ შეხვედრებს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ასათიანი, მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ნუცუბიძე, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი, ოლიმპიური პრიზიორი მაია აზარაშვილი, გენერალური მდივანი ზაალ ჩიტალაძე და ოზურგეთის გამგებლის მოადგილე ირაკლი სირაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები ესპანური ბრენდის - JOMA-ს სხვადასხვა სპორტული ეკიპირებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები:
საუკეთესო მეკარე - ავთანდილ ბაბილოძე (ოზურგეთი)
საუკეთესო მცველი - დავით შეყილაძე (ჭიათურა)
საუკეთესო თავდამსხმელი - ლევან ნადარაია (ბათუმი)
საუკეთესო უნივერსალი - გიგა იაჟიანი (ოზურგეთი)
ტურნირის ბომბარდირი - გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი, 11 გოლი)
ტურნირის ყველაზე ხანდაზმული მონაწილე - მამუკა წიქარიშვილი (ლაგოდეხი)
საუკეთესო მწვრთნელი - ვარლამ კილასონია (რუსთავი)
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ზურაბ ნეფარიძე (რუსთავი)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თასი
"ოზურგეთი 2013" - 28-30.11.2013
28.11.2013 - პირველი სათამაშო დღე:
აღმოსავლეთის ლიგა:
გორი - წეროვანი 2:2
ნატახტარი - რუსთავი 1:2
თბილისი - ლაგოდეხი 1:2
გორი - რუსთავი 0:3
წეროვანი - ნატახტარი 0:2
თბილისი - ახალციხე 4:2
გორი - ნატახტარი 0:7
წეროვანი - რუსთავი 1:0
ლაგოდეხი - ახალციხე 1:1

დასავლეთის ლიგა:
ზუგდიდი - ლანჩხუთი 2:0
ოზურგეთი - ბათუმი 1:0
აფხაზეთი - ჭიათურა 0:0
ზუგდიდი - ბათუმი 2:2
ლანჩხუთი - ოზურგეთი 0:2
აფხაზეთი - ონი 2:0
ზუგდიდი - ოზურგეთი 0:2
ლანჩხუთი - ბათუმი 1:0
ჭიათურა - ონი 4:2

29.11.2013 - მეორე სათამაშო დღე
აღმოსავლეთის ლიგა:
გორი - თბილისი 0:1
წეროვანი - ლაგოდეხი 0:0
ნატახტარი - ახალციხე 4:0
გორი - ლაგოდეხი 2:2
წეროვანი - თბილისი 1:2
რუსთავი - ახალციხე 2:0
ნატახტარი - თბილისი 2:0
გორი - ახალციხე 0:2
რუსთავი - ლაგოდეხი 3:0

დასავლეთის ლიგა:
ზუგდიდი - აფხაზეთი 0-1
ლანჩხუთი - ჭიათურა 0:3
ოზურგეთი - ონი 1:4
ზუგდიდი - ჭიათურა 1:1
ლანჩხუთი - აფხაზეთი 0:2
ბათუმი - ონი 3:0
ოზურგეთი - აფხაზეთი 3:1
ზუგდიდი - ონი 1:2
ბათუმი - ჭიათურა 1:0

30.11.2013 - მესამე სათამაშო დღე
აღმოსავლეთის ლიგა:
წეროვანი - ახალციხე 4:0
ნატახტარი - ლაგოდეხი 2:0
რუსთავი - თბილისი 1:0

დასავლეთის ლიგა:
ლანჩხუთი - ონი 1:1
ოზურგეთი - ჭიათურა 2:0
ბათუმი - აფხაზეთი 5:1

XIII-XIV ადგილები:
გორი - ლანჩხუთი 0:1

XI-XII ადგილები:
ახალციხე - ზუგდიდი 2:2 (6მ.დ) 1:0

IX-X ადგილები:
ლაგოდეხი - ონი 4:2

VII-VIII ადგილები:
წეროვანი - ჭიათურა 0:3

V-VI ადგილები:
თბილისი - აფხაზეთი 3:2

III ადგილი
ნატახტარი - ბათუმი 4:1

ფინალი
რუსთავი - ოზურგეთი 2:2 (6მ.დ) 8:7

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული