13 დეკემბერს 31 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე - ვიტალი დარასელია ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ვიტალი დარასელია - ამ სახელის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს, უპირველესად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი ახსენდება. დიუსელდორფის სტადიონის ტაბლოზე ანთებული 87-ე წუთი - 2:1 და თბილისის "დინამოს" დაუვიწყარი გამარჯვება.
ის მხოლოდ 25 წლის იყო, როცა ამქვეყნიდან წავიდა... თუმცა თავისი გამორჩეულობით იმდენი მოასწრო, რომ მარადიულად დარჩა ქართველი გულშემატკივრების გულსა და გონებაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პატივს მიაგებს ვიტალი დარასელიას ხსოვნას და მის მარადიულ სახელს.
სფფ-ის პრესსამსახური
18:00 13-12-2013
ვიტალი დარასელიას გახსენება...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თქვე ოჯახაშენებულებო! 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ზაფხულში, ხოლო ვიტალი დაიღუპა ზამთარში, ანუ 13 დეკემბერს. მოტვინეთ?
0
0
ეტყობა, სტატიის ავტორს მათემატიკა არ უყვარს . 2013-1982=31
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული