"სალერის თასი 2013": მადრიდის "ატლეტიკომ" ფინალი დაიბევა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" "სალერის თასი 2013"-ის ფინალში გავიდა.

19 დეკემბერს პაკო საიასის მოზარდებმა "მაქაბი ჰაიფა" დაამარცხეს - 2:0 და ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვეს.

პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ესპანელებმა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

სალერის თასი 2013
19 დეკემბერი. "ბენდელა". 12:00 საათი
ატლეტიკო-მაქაბი 2:0
გოლები: 1:0 ჰარაზი (საკ. კარში) (48), 2:0 ს. ობამა (65).

ატლეტიკო: პერესი, დელ ამო, პრიეტო, როდრიგესი, ლუნესი, რენტერო, არანდა, დამიანი, გალინდო, მორენო, არტანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: ფ. ობამა, ტალავერა, გომესი, ორიჰველა, ს. ობამა, სანჩესი.
მაქაბი: ჯაკი, ჰარაზი, გაბაი, სტანისლავი, ი. კოჰენი, გურფინკელი, ვ. კოჰენი, მოჰამედი, ო. კოჰენი, ბოჰბოტი, ველბლუმი.
ცვლილებაზე შევიდნენ: სარი, ბაბა, ფ. საარი, კალტაბი.
მთავარი მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

fcsaburtalo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიბაძეთ ამ ტურნირის ორგანიზატორებს და ბავშვთა ფეხბურთი გადარჩება, წელიწადში ესეთი 5-6 ტურნირი რომ იყოს საერთაშორისო დონეზე ძაან მაგარი იქნება.
ყოჩაღ საბურთალო:)))
puma
19:30 19-12-2013
0

სიახლეები პოპულარული