15 იანვარს "დინამო-2" ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში შეიკრიბა და 2013/14 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა.
გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - უჩა სოსიაშვილმა, რომელსაც ასისტენტობას თამაზ სამხარაძე და გიორგი მაკასარაშვილი უწევენ, გუნდი პირველად ავარჯიშა.
"დინამო-2" მზადების პირველ ეტაპს საქართველოში გეგმავს. 15 თებერვლიდან კი დინამოელები შეკრებას თურქულ ბელეკში გაივლიან, სადაც გუნდი ოთხ სპარინგ-მატჩს გამართავს.
"დინამო-2", სავარაუდოდ, 17, 20, 24 და 26 თებერვალს მოსკოვის "ლოკომოტივის", "კრასნოდარის", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" სარეზერვო გუნდებს და "კრასნოდარ-2"-ს დაუპირისპირდება.
დინამოელები სამშობლოში 27 თებერვალს დაბრუნდებიან.
წყარო: fcdinamo.ge
17:34 15-01-2014
"დინამო-2" შეკრებაზე რუსულ გუნდებს დაუპირისპირდება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული