ლანჩხუთის "გურიამ" კამერუნელ მცველს 15 000 ლარი ჩაურიცხა!

AutoSharing Option
ფინანსური პრობლემები საქართველოს ძალიან ბევრ გუნდს აქვს და ამის გამო ფეხბურთელებს ხელფასები უგვიანდებათ, ხანდახან ჯამაგირს დაგვიანებითაც ვერ იღებენ.

დაახლოებით ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ლანჩხუთის "გურიას" მარჯვენა მცველი, კამერუნელი არნუად ჩუენსუ. ის საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ითვლება. იმასაც კი ამბობენ, მისი გადაბირება თბილისის "დინამოსაც" უნდოდაო...

ჩუენსუ 22 წლის გახლავთ, მარჯვენა მცველია და შეტევაში ჩართვაც ეხერხება. კამერუნელს შეეძლო, რამდენიმე თვის ხელფასის ვერმიღების სანაცვლოდ გათავისუფლების ფურცელი მოეთხოვა და თუ თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებდა, უფრო იოლად გადავიდოდა სხვა კლუბში, თუმცა აფრიკელმა სხვა გზა აირჩია: დახმარებისთვის საქართველოს
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას მიმართა და ყველაფერი მისდა სასიკეთოდ წარიმართა.

როგორც ამ ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა მუჯირმა გვითხრა, მისმა ორგანიზაციამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და ჩუენსუს ინტერესების დაცვაც მოახერხა - ლანჩხუთის "გურიამ" კამერუნელს დაახლოებით 15 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ჯაბა მუჯირმა ჩვენთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ "გურია" გაგებით მოეკიდა სიტუაციას, რაც საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩუენსუ ერიკ რომეო ჩასემის ძმა გახლავთ, რომელიც ერთი პერიოდი ბოლნისის "სიონისა" და "ზესტაფონის" თავდამსხმელი იყო, ახლა კი კამერუნში თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დინამოს" და კვარაცხელიას მაგალითი - როგორ უნდა დაშორდნენ კლუბი და ფეხბურთელი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქარტველებს რომ არ უხდიტ მოჟნა და უცხოელს ამას როგორ აკადრებტ, ვაი, ტქვენს პატრონს, საკუტარს პატივს არ ცემტ და სხვას ევლებიტ ტავზე
0

სიახლეები პოპულარული