"დინამოს" შემადგენლობაში მან ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა. ხშირმა ტრავმებმა მას შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცა.
გუნდიდან მისი წასვლის მიზეზი გახდა ნოემბერში მიღებული ტრავმა, რომელიც იანვარში გაუმიზეზდა და გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვა.
"დინამოს" განცხადებაში ეწერა, რომ უსტარიცს კიდევ რამდენიმე ხანს მოუწევდა დასვენება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:
"თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი, ესპანელი უსტარიცი, პორტუგალიის პრიმეირა (უმაღლესი) ლიგის "აროუკას" გულშემატკივრებს წარუდგინეს. უსტარიცის ტრანსფერი მას შემდეგ გადაწყდა,
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე უსტარიცი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ("ბილბაო", "ბეტისი") ასპარეზობდა, სადაც 82 მატჩი ჩაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"